თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ბოსტნეული > . კიტრისა და მაწვნის ცივი სუპი

. კიტრისა და მაწვნის ცივი სუპი

 

ცივი წვნიანები ზაფხულში სასურველიცაა და პოპულარულიც. მით უფრო თუ დიდ ძალისხმევას და კულინარიულ ოსტატობას არ მოითხოვს :)  ამასთან დაბალკალორიულიცაა.

თუ აკროშკა გიყვართ, მაშინ ეს სუპიც მოგეწონებათ.

4  საშუალო ზომის კიტრი

750 გ მაწონი

2ს.კ  დაჭრილი კამა

2ს.კ დაჭრილი პიტნა

მარილი, პილპილი

კიტრი გაჭერით შუაზე და კოვზის დახმარებით თესლები ამოაცალეთ. მოათავსეთ ბლენდერში და მაწონთან ერთად აქციეთ ერთგვაროვან მასად. დაამატეთ მარილი, პილპილი და მწვანილები.

მირთმევამდე სასურველია გააცივოთ მაცივარში მინიმუმ 30 წთ

კომენტარები

კომენტარი

3 thoughts on “. კიტრისა და მაწვნის ცივი სუპი

Leave a Reply

Top