სხვანაირი ყიყლიყო |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ბოსტნეული > სხვანაირი ყიყლიყო

სხვანაირი ყიყლიყო

ეს რეცეპტი ისეთი მარტივია, კარგა ხანს ვყოყმანობდი, ღირდა თუ არა გამოქვეყნება. თუმცა, დამწყებებს გამოადგებათ, გემრიელია, ზომიერად კალორიული და სასარგებლოც. თან ჩემსავით თუ დრო არ გყოფნით და სულ გეჩქარებათ, ნამდვილი მისწრებაა.

მაშ ასე, ყიყლიყო. ცოტა მოდიფიცირებული ვერსიით :)

ავიღოთ ორი კვერცხი (ან რამდენიც გშიათ იმდენი) ავთქვიფოთ მწიკვ მარილთან და თუ გნებავთ, პილპილთან ერთად. შემდეგ ჩავაფშვნათ ლუკმა-ლუკმად პური, უმჯობესია ლავაში და ავურიოთ, ისე რომ კვერცხის მასა მთლიანად შეიწოვოს. ერთ კვერცხზე ერთი საშუალო ნაჭერი ყუა მიდის ხოლმე.

გაცხელებულ ტაფაზე დავასხათ ზეთი (ძალიან ბევრიც არა, განსაკუთრებით, თუ ტაფას სპეციალური ზედაპირი აქვს, რომელიც არ იკრავს) და გავანაწილოთ პურის ფაფა. გამოვაცხოთ ჯერ ერთ მხარეს, მერე ფრთხილად ავატრიალოთ ბრტყელი კოვზით, ისე რომ მთლიანობა შეინარჩუნოს. სულ  რამდენიმე წუთი დაგჭირდებათ.

ამოვიღოთ გამომცხვარ-შემწვარი ყიყლიყო თეფშზე და ზემოდან მოვაჭრათ ბოსტნეული. ფოტოზე მარტო პომიდორია, მაგრამ კიტრი, ხახვი, მწვანილები და ბულგარულიც შეგიძლიათ მიამატოთ.

ახალი ბოსტნეული და ყიყლიყო ძალიან უხდება ერთმანეთს და იდეალური საუზმეა სამსახურში  მოჩქარე ადამიანისათვის.

IMG_4246

კომენტარები

კომენტარი

2 thoughts on “სხვანაირი ყიყლიყო

  1. hi!,I love your writing very much! proportion we be in contact more about your article on AOL?

    I need an expert on this space to resolve my problem.
    May be that’s you! Having a look forward to see you.

Leave a Reply

Top