თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ტკბილეული > კექსი ბევრი მშრალი ხილით

კექსი ბევრი მშრალი ხილით

ამ კექსის ფოტოს ჩვენს ფეისბუქის გვერდზე დიდი გამოხმაურება ჰქონდა , ამიტომ თავიდან მოვამზადე, ”ავწონ-დავწონე” ცომის ინგრედიენტები და აი,რეცეპტიც:)

2 კვერცხი
250 გ ფქვილი
50-60 გ კარაქი
150გ შაქარი
250 გ არაჟანი ან მაწონი (კეფირიც შეიძლება)
1 ჩ.კ სოდა+ლიმონის წვენი(ძალიან სავსე არა)
ფორთოხლის ცუკატები
შავი და თეთრი ქიშმიში
შტოშის ჩირი
ალუბლის ჩირი
დაშაქრული ჯანჯაფილის ჩირი
ლეღვის ჩირი, დაჭრილი
1 ლიმონის ცედრა
1 ფორთოხლის ცედრა (თუ ცუკატები არ გაქვთ)
ვანილი

კარაქი გაადნეთ (ან უბრალოდ კარგად დაარბილეთ ) და შაქართან გათქვიფეთ. შეათქვიფეთ კვერცხი, შემდეგ არაჟანი ან მაწონი+სოდა.დააცერით ფქვილი. თუ კეფირს  გამოიყენებთ, შეიძლება ცოტა მეტი ფქვილი დასჭირდეს. შემდეგ დაამატეთ ფორთოხლის და ლიმონის ცედრა და ზემოთ ჩამოთვლილი მშრალი ხილი. ქიშმიშები, ლეღვის ჩირთან ერთად , სასურველია, წინასწარ ცოტა ალკოჰოლში დაალბოთ, ჯანჯაფილის ცუკატები კი წვრილად დაჭრათ. აი ასე გამოიყურება დაშაქრული ჯანჯაფილი, ალბათ თბილისშიც იყიდება, არ დავკვირებივარ, მოიკითხეთ ჩირეულისა და ცუკატების განყოფილებებში

აცხობთ ცხიმწასმულ და ქაღალდჩაფენილ ფორმაში 180 გრადუსზე. რომ გაოქროსფერდება, ხის ჩხირით შეამოწმეთ მზაობა: თუ ჩხირი მშრალი ამოდის, მზადაა და გამოიღეთ ღუმელიდან.

ჩირეულის რაოდენობა არ მივუთითე სპაციალურად, რადგან თქვენი გემოვნებით განსაზღვროთ.მე მიყვარს ათასი წვრილმანით სავსე,
ციტრუსის არომატიანი კექსები და ამიტომ ბლომად ჩავამატე. საერთოდაც, ამ კექსის მთელი ხიბლი სწორედ ამ არომატებშია, ამიტომ არ დაინანოთ :)

კომენტარები

კომენტარი

6 thoughts on “კექსი ბევრი მშრალი ხილით

  1. ნინიკო საყვარელო, გუშინ გავაკეთე ეს კექსი შენი რეცეპტით, მაწონში და გამოვიდა სასწაული!!! მართლა უმარტივესი რეცეპტია და გამოდის უგემრიელესი კექსი!!! დიდი მადლობა ასეთი კარგი რეცეპტის გაზიარებისთვის!!! მაგარი გოგო ხარ!!!

    1. უღრმესი მადლობა ასეთი თბილი კომენტარისთვის :) ძალიან სასიამოვნოა რომ მოგეწონათ და მიხარია რომ ამ ბლოგის საშუალებით მცირეოდენ სიხარულს მაინც ვანიჭებ ვინმეს :)

    1. სუპერმარკეტებშიც იყიდება და ბაზრებშიც :) მხოლოდ ჯანჯაფილის ჩირი არ მინახავს თბილისში

Leave a Reply

Top