თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > <1 სთ > კენკრის გალეტი

კენკრის გალეტი

საერთოდ, ეს საზაფხულო დესერტია, მსუბუქი, ტკბილ-მჟავე, გემრიელი, მაგრამ თუ მაცივარში გაყინული კენკრა გეგულებათ, რა გიშლით ხელს, რომ თუნდაც ახლა გამოაცხოთ?  თბილ-თბილივე მიირთვით,  ვანილის ნაყინი უხდება, მაგრამ არც ცხელ ჩაისთანაა ურიგო :)

kenkris galeti

 

ცომი

  • 200 გ ფქვილი
  • 2 ს.კ არაჟანი
  • 100 გ დარბილებული კარაქი
  • მარილი
  • 1 ს.კ შაქარი
  • 2 ს.კ ცივი წყალი

 შიგთავსი

  • 300 გ ცოცხალი ან გაყინული  კენკრა (წითელი და შავი მოცხარი, მარწყვი)
  • 2 ჩ.კ სახამებელი
  • 2-3 ს.კ შაქარი
  • 1 პაკეტი ვანილის შაქარი

 

  • კვერცხი წასასმელად
  • ნუში
  • დარიჩინი

ხილი შეიძლება ნებისმიერი გამოვიყენოთ: კენკრა (ჟოლო, მაყვალი, მოცვი…)  , ქლიავი, ატამი, ვაშლი და ა.შ.

ფქვილი, შაქარი და მარილი შევურიოთ, დავამატოთ  კარაქი და ავსრისოთ. შემდეგ დავამატოთ არაჟანი და წყალი. მიღებული ცომი გავაბრტყელოთ და გადავიტანოთ ქაღალდდაფენილ ტაფაზე.

ხილს შევურიოთ სახამებელი, შაქარი და ვანილი. გადავიტანოთ ცომზე. გადმოვკეცოთ ცომის ნაპირები. გადავუსვათ კვერცხი, მოვაყაროთ ცომის ნაპირებს დარიჩინი (თუ არ გიყვართ გამოტოვეთ)  და შემდეგ ნუში.

galet

გამოვაცხოთ 200-210 გრადუსზე, დაახლოებით 40 წუთი

გემრიელად მიირთვით  და იფიქრეთ ზაფხულის ბედნიერ მზიან დღეებზე :)

galeti

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

4 thoughts on “კენკრის გალეტი

  1. ნინო, ფორმაში ხარ, როგორც ყოველთვის! ბოლო ორი პოსტი განსაკუთრებით მომწონს!

    1. ირმა, დიდი მადლობა :) როგორც ყოველთვის, ახლაც კომპლიმენტებით მანებივრებ და სტიმულს მაძლევ :)

  2. What you said was actually very reasonable. However, what
    about this? suppose you were to write a awesome headline?

    I mean, I don’t want to tell you how to run your website,
    but what if you added a post title to possibly grab people’s attention? I mean კენკრის გალეტი | Ratatui Foodport is a little plain. You could look at
    Yahoo’s front page and note how they create article titles to get people to open the links.
    You might try adding a video or a related picture or two to grab people interested about
    everything’ve got to say. In my opinion, it might bring your blog a little livelier.

  3. I do not know whether it’s just me or if everyone else experiencing issues with your website.
    It looks like some of the text in your posts are running off the screen. Can somebody else please comment
    and let me know if this is happening to them as well?
    This could be a issue with my web browser because I’ve had this happen previously.

    Many thanks

Leave a Reply

Top