თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > სხვადასხვა > კექსი ჩამდნარი შოკოლადით

კექსი ჩამდნარი შოკოლადით

ეს ჩვეულებრივი კექსია, არაფერი განსაკუთრებული, მოსამზადებლად მარტივია, ცოტა ღუმელში ცხობას სჭირდება დიდი ხანი და გარეთ გამოსული სურნელის ფონზე, ძნელია თითქმის 2 სთ გაუძლო ცდუნებას.

მოსამზადებლად გვჭირდება:

  • კარაქი – 200 გრ
  • ხორბლის ფქვილი – 5 ჩ/ჭ
  • არაჟანი/მაწონი ან რძე – 1 ჩ/ჭ
  • კვერცხი – 6 ც
  • შაქარი – 3 ჩ/ჭ
  • ბანანი – 1 ც
  • ქიშმიში – 100 გრ
  • ნიგოზი – 50 გრ
  • შავი შოკოლადი – 1 ფილა (recommended – ბარამბოს ფორთოხლიანი ან ლიმონიანი შავი შოკოლადი
  • კაკაო – 2 ს/კ
  • მარილი, ვანილი, სოდა ძმრით
  • + 2 თასი, 1 კექსის ან ტორტის საცხობი ფორმა

მომზადება:

ვადნობთ კარაქს, ვაგრილებთ და ვუმატებთ 2,5 ჩ/ჭ შაქარს, + 6 კვერცხი (მთლიანად), + არაჟანი/მაწონი (ან რძე), მარილი, ვანილი, სოდა ძმრით. ყველაფერი რომ კარგად აირევა, ნელნელა ვუმატებთ 5 ჩაის ჭიქა ფქვილს და თითქმის გამზადებული ცომის 1/3 გადაგვაქვს ცალკე თასში. დარჩენილ მასას კი ვუმატებთ 1 ცალ გათქვეფილ ბანანს და ქიშმიშს.

მეორე თასში ვამატებთ 1/2 ჩაის ჭიქა შაქარს, 2 ს/კ კაკაოს, ნიგოზს და მსხვილად დამტვრეულ შოკოლადს (დაახლ. 1-2 კვ/სმ ნატეხებად). როდესაც კექსი გამოცხვება, შოკოლადის ნატეხები ცომში იქნება ჩამდნარი, რაც ძალიან გემრიელია :)

პარალელურად ღუმელი უკვე ჩართული გვაქვს, 200 გრადუსამდე.

კექსის ფორმაში ვიწყებთ კოვზით თეთრი მასის ჩასხმას (თუ ტორტის ფორმაა, შუაგულიდან ვიწყებთ, თუ კექსის – მაშინ ვანაწილებთ წრეზე), თითო დასხმაზე – 2 ს/კ. შემდეგ ამ თეთრი ლაქების შუაში ვასხამთ შოკოლადიან ცომს (ამჯერად 1 ს/კ) და ასე შემდეგ, სანამ ცომი არ გამოილევა.

საცხობ ფორმას ფრთხილად ვდგამთ ცხელ ღუმელში და ველოდებით გამოცხობას დაახლოებით 1,5-2 სთ. გამოცხვა თუ არა, როგორც ყოველთვის, ვამოწმებთ ასანთის ღერით :)

ესეც ვიზუალიზაცია, სამწუხაროდ, ფოტოაპარატი რამდენიმე დღე მივლინებაშია და ვეცადე, ნაკლებხარისხიანი ვიდეოთი ჩამენაცვლებინა :)

კომენტარები

კომენტარი

Leave a Reply

Top