კეფირში დამარინადებული ღორის ხორცი გარნირით |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > 1-2 სთ > კეფირში დამარინადებული ღორის ხორცი გარნირით

კეფირში დამარინადებული ღორის ხორცი გარნირით

ეს ისეთი კერძია, გრილ ამინდებს რომ უფრო უხდება, ამიტომ დღეს გაგიზიარებთ.  შეიძლება გაიფიქროთ, სად ხორცი და სად კეფირიო, მაგრამ მერწმუნეთ, ძალიან  გემრიელია. თან მარტივია, საოჯახო.

მე რადგან ცხიმიანი საჭმელი არ მიყვარს,  ღორის ხორციც უცხიმო ავარჩიე. ქონიან ნაჭრებს არა მგონია კეფირი მოუხდეს.

fdgfg

 

  • 800 გ ძვლიანი ღორის ხორცი (შეიძლება რბილიც)
  • 150 მლ კეფირი
  • 2 ხახვი
  • 2 კბ ნიორი
  • პილპილი
  • წითელი წიწაკის ფანტელები
  • 1-2 დაფნის ფოთოლი
  • მარილი (შეწვის წინ)

გარნირი:

  • ½ თავი კომბოსტო (500-600 გ)
  • 4 კარტოფილი
  • 1 ხახვი
  • 2 კბ ნიორი
  • მარილი და პილპილი 1 ჩ.კ ქონდარი
  • 1 ს.კ ტომატი+100 მლ წყალი
  • მწვანილი

 

ხახვი დავჭრათ ნახევარ რგოლებად, ნიორი წვრილად. შევურიოთ ღორის ხორცის ნაჭრებს, დავამატოთ წიწაკა, პილპილი, დაფნა, კეფირი და კარგად ავურიოთ. დავაფაროთ თავზე და 1 ღამით მაცივარში გავაჩეროთ. ეს საუკეთესო შემთხვევაში, ისე კი შეგიძლიათ ეს დრო რამდენიმე საათამდე შეამციროთ.

მეორე დღეს, კომბოსტო დავჭრათ თხლად, კარტოფილი მსხვილ კუბებად, ხახვი ალყა-ალყად, ნიორი წვრილად. გადავიტანოთ ეს ყველაფერი ცხიმწასმულ ფორმაში, მოვაყაროთ მარილი, პილპილი, ქონდარი, ავურიოთ და მოვასხათ წყალში გახსნილი ტომატი. ზემოდან დავალაგოთ ხორცის ნაჭრები  თავის მარინადიანად ერთად. ხორცს მოვაყაროთ მარილი.

 ghg

შევწვათ ღუმელში 200 გრადუსზე, დაახლოებით 1 საათი ან სანამ ხორცი არ მომზადდება. პერიოდულად ამოვურიოთ.  ძალიან გემრიელია და არომატული.

 

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

Leave a Reply

Top