თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > <1 სთ > ქათმის ფილე ფორთოხლის სოუსით

ქათმის ფილე ფორთოხლის სოუსით

ძალიან მომწონს ხორცი (ფრინველის, საქონლის) სხვადასხვა ხილის სოუსებით, ამიტომ ექსპერიმენტებს არ ვერიდები.
ამჯერად ფორთოხლიან ქათამს გთავაზობთ.
  • 4 ნაჭერი ქათმის თხელი ფილე (1.5-2 სმ სისქის)
  • 1 მოზრდილი ფორთოხალი
  • 1-2 ჩ.კ სოიოს სოუსი
  • 1 ს.კ (არა სავსე) სიმინდის სახამებელი
  • 1/2 ჩ.კ პაპრიკა (ტკბილი ბულგარული წიწაკა)
  • დანის წვერით დაფქული ჯანჯაფილი და დარიჩინი
  • მარილი გემოვნებით

ფორთოხალი გაფცქვენით, გადაინახეთ კანის 2 თხელი ანაჭერი, დაახლოებით 4 სმ სიგრძის.

ფორთოხალი დააბლენდერეთ. მიღებულ მასას დაამატეთ სოიოს სოუსი.

ქათმის ფილე მსუბუქად დაბეგვეთ, მოაყარეთ ცოტა ახალდაფქული შავი პილპილი და სწრაფ ცეცხლზე შეწვით 1-2 წუთით, ისე რომ მხოლოდ ზედაპირი შეებრაწოს. გადმოიღეთ თეფშზე.

იმავე ტაფაში ჩაასხით ფორთოხლის მასა, დაამატეთ სახამებელი , კარგად გახსენით და წამოადუღეთ. ჩააწყვეთ შიგნით ქერქები და ფილეს ნაჭრები, კარგად დაფარეთ სოუსით და ადუღეთ რამდენიმე წუთით დაბალ ცეცხლზე. თან დაამატეთ პაპრიკა, ჯანჯაფილი და დარიჩინი. სოუსი რომ შესქელდება, გადმოიღეთ ცეცხლიდან. დაამატეთ მარილი გემოვნებით (გაითვალისწინეთ სოიოს სოუსიც მარილიანია)

ფილე თეფშებზე გაანაწილეთ, სოუსი გაცერით მსხვილ საწურზე კოვზის დახმარებით და მოასხით ფილეს.

გემრიელად მიირთვით :)

კომენტარები

კომენტარი

Leave a Reply

Top