თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ბოსტნეული > კარტოფილის სალათი

კარტოფილის სალათი

არ მახსოვს, სად წავიკითხე ეს რეცეპტი. მგონი Just 5 things-ში, ან quick food-ში (მგონი ასე ჰქვია). პრინციპში, რა მნიშვნელობა აქვს :) გეტყვით რომ გემრიელია, არც დიდ ძალისხმევას მოითხოვს და არც დიდი ხარჯებს. ჩვენ სიამოვნებით მივირთვით, თქვენც სცადეთ :)

2 ულუფისთვის

4 საშუალო კარტოფილი

4-5 ს.კ სიმინდი, დაკონსერვებული (ან ნედლი, მოხარშული, სეზონზე)

2 პამიდორი

ბაზილიკის ფოთლები

მარილი, პილპილი

2 ს.კ ზეითუნის ზეთი

1 ს.კ ლიმონის წვენი

კარტოფილი გამოდგება როგორც შემწვარი, ისე მოხარშული. განსაკუთრებით უხდება ცხარე, სუნელებიანი კარტოფილი. ასევე ახალი კარტოფილი. სასურველია, მსხვილად იყოს დაჭრილი.  თუ წინა დღის მოხარშული კარტოფილი დაგრჩათ, შეგიძლიათ უცბად დაბრაწოთ ტაფაზე, ან მიკროტალღურში გაათბოთ და სალათი მოიმზადოთ

თეფშზე მოათავსეთ კარტოფილი, დაჭრილი პამიდორი, სიმინდი. მოასხით ზეთისა და ლიმონის წვენის ნაზავი, მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით, ბოლოს კი ბაზილიკის ფოთლები მოაყარეთ,რომელიც განსაკუტრებულ არომატს შესძენს სალათს. ბაზილიკი თუ არ გაქვთ, რეჰანით ჩაანაცვლეთ, ისე კი გირჩევთ ქოთანში დათესოთ და ყოველთვის გექნებათ არომატული და გემრიელი საკმაზი.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

Leave a Reply

Top