თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > <1 სთ > კარტოფილის “პიცა” ტაფაზე

კარტოფილის “პიცა” ტაფაზე

დღევანდელი ექსპრეს კერძი მე საუზმისთვის მოვამზადე, მაგრამ სადილადაც გამოდგება და ვახშმადაც. თუმცა გვიანი ვახშმისთვის რაიმე უფრო მსუბუქი აჯობებდა. გემო – მშვენიერი. ამ ბლოგზე ხომ მხოლოდ გემრიელი კერძები ხვდება ;)   დრო სულ რაღაც 30 წუთი. დააპურებს და თვალებში გამოახედებს  ერთ ძალიან მშიერ ან ორ მსუბუქად მოშიებულ ადამიანს. ახლა კი მოიმარაგეთ ინგრედიენტები და შეუდექით საქმეს :)

 

pizza

 

  • 2  საშუალო კარტოფილი
  • 1 კვერცხი
  • 1 პომიდორი
  • 2-3 ფირფიტა ბეკონი (ან ლორი, წინა დღიდან მორჩენილი მოხარშული ან შემწვარი ნებისმიერი სახეობის ხორცის ნაჭერი)
  • 1-2 ნაჭერი ყველი
  • მარილი და პილპილი
  • რეჰანი (გნებავთ – ოხრახუში ან კამა)

კარტოფილი წვრილად გავხეხოთ და გავწუროთ. დავამატოთ მარილი, პილპილი, კვერცხი და კარგად ავურიოთ.

ტაფაზე  (12 სმ დიამეტრით) გავაცხელოთ ცოტა ზეთი და დავასხათ „ცომი“.  შევწვათ საშუალო ცეცხლზე  ერთი მხრიდან.

potato pizza

გადმობრუნების შემდეგ ზემოდან მოვაყაროთ  გახეხილი ყველი, დავალაგოთ დაჭრილი პომიდორი და ბეკონის ფირფიტები. დავახუროთ ტაფას თავზე და დავასრულოთ მომზადება ზომიერ სიმხურვალეზე.

pizza kartofili

pizza kaarot

ბოლოს მოვაყაროთ მწვანილი და გადავიტანოთ თეფშზე.

ბუნებრივია კერძის დასრულება ღუმელშიც შეიძლება, ლამაზადაც მოიბრაწებოდა, მაგრამ ტაფაზე უფრო ადვილი და სწრაფია.

kartofilis pizza

 

ბონ აპეწი ;)

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

One thought on “კარტოფილის “პიცა” ტაფაზე

  1. Other programs offer features for example disc creation, technical support and documentation. Using the ideal hardware, you can as
    well record videos in traditional formats, such as VCRs and also TV recording.
    I never played Halo but it seems to me that its multiplayer is like Resistance: Fall
    of Man, so I guess it’s a pretty fast paced game.

Leave a Reply

Top