თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ეს საინტერესოა > მათთვის, ვისაც უყვარს კარტოფილი

მათთვის, ვისაც უყვარს კარტოფილი

რა არის იმისთვის საჭირო, რომ მოვამზადოთ კარტოფილის გემრიელი კერძები? როგორ მივაღწიოთ იმას, რომ კარტოფილით მომზადებულ სალათებში, წვნიანებში, მეორე თავ საჭმელებში, ღვეზელში რაც შეიძლება მეტი ვიტამინი დარჩეს?

მომზადების ყველაზე რაციონალური გზაა – კარტოფილის კანგაუცლელად მოხარშვაა. ასეთ შემთხვევაში პროდუქტი შეინარჩუნებს ვიტამინებისა და მინერალურ ნივთიერებათა მაქსიმალურ რაოდენობას.

– ხარშვისას კარტოფილს დაასხით ცოტა მდუღარე მარილწყალი, მჭიდროდ დაახურეთ ქვაბს ხუფი და დაბალ ცეცხლზე ხარშეთ 10–15 წუთი, შემდეგ კიდევ 15–20 წუთი გედგათ ჩამქრალ ცეცხლზე, ვიდრე კარგად მოიხარშება.

– კარტოფილი ჩქარა რომ მოიხარშოს, წყალში მარგარინის ან კარაქის პატარა ნაჭერი ჩააგდეთ.

– გაზქურაში შეწვისას კარტოფილის კანი რომ არ გაუმუქდეს, წინასწარ ჩანგლით დაჩხვლიტეთ. მსხვილად დაჭრილი კარტოფილი ხარშვისას ვიტამინებს ნაკლებად კარგავს.

– ახალ კარტოფილში C ვიტამინი თითქმის არ იშლევა. ამიტომ დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი ძმარი.

– კარტოფილის პიურე –– აუცილებლად ადუღებული, ცხელი რძით უნდა გაქნათ, ასეთ შემთხვევაში პიურე ფერს არ შეიცვლის.

– მოხარშულ კარტოფილს ნუ დატოვებთ ნახარშ წყალში.

– უმი კარტოფილის მაჭკატები (ოლადები) უფრო გემრიელი გამოვა, თუ მოხარშულ კარტოფილსაც დაუმატებთ.

– მაჭკატების დასამზადებლად გახეხილი კარტოფილი რომ არ გამუქდეს, ცოტა ცხელი რძე დაასხით.
შეწვამდე კარტოფილი ხელსახოცით უნდა შეაშროთ, რომ ლამაზად, წითლად დაიბრაწოს.

– მარილის დაყრა შეწვისას ჯობს, როცა თითქმის მზად იქნება – უფრო გემრიელი გამოვა.

– სასურველი არ არის კარტოფილის მოხაშვა ალუმინის ან სპილენძის ქვაბში –– რადგან ბევრ სასარგებლო თვისებას კარგავს.

– კანიანად მოხარშულ კარტოფილს უკეთესად გაფცქვნით, თუ მოხარშვისთანავე ცივ წყალს დაასხამთ.

– კარტოფილი სწრაფად და გემრიელად შეიწვება, თუ შეწვამდე კანიანად 2–3 წუთით ადუღებულ წყაალს დაასხამთ, შემდეგ კი შეამშრალებთ.

– კანგაცლილი ძველი კარტოფილი ხარშვისას არ გამუქდება და გემრიელი იქნება, თუ წყალს 1 ჩ/კ ლიმონის წვენსა და 2 ნაჭერ შაქარს დაუმატებთ.

– მოყინულ კარტოფილს უსიამოვნო სუნი გაუვა, თუ ცოტა ხანს ცივ წყალს დაასხამთ, შემდეგ მდუღარე მარილწყალში ჩაყრით და 1 კოვზ ძმარს დაუმატებთ.

– მჟავე კომბოსტოს შჩის მოხარშვისას ჯერ კარტოფიილ უნდა მოხარშოთ, მერე კი მჟავე კომბოსტო დაუმატოთ, რადგან მჟავე წყალში კარტოფილი ცუდად იხარშება.

– გათლილი, უმ კარტოფილს ცივ წყალში დიდხანს ნუ გააჩერებთ: 1 საათის შემდეგ C ვიტამინის 13% და B ვიტამინის 5% დაკარგავს.

1991 წელი 

ამონარიდი კულინარიული წიგნიდან

კომენტარები

კომენტარი

Tamara Mirianashvili
If you want to tell people the truth, make them laugh, otherwise they'll kill you.” ― Oscar Wilde თამარა არის Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, პროფესიონალი ფოტოგრაფი, მთარგმნელი (ინგლისური ენის სპეციალისტი) და ბლოგერი.
http://eatandtour.com

Leave a Reply

Top