თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > <1 სთ > კარტოფილის მაჭკატები ან გნებავთ – ოლადები არაჟნით

კარტოფილის მაჭკატები ან გნებავთ – ოლადები არაჟნით

ხომ ძალიან საყვარელი სიტყვაა მაჭკატები? თუ ბავშვობაში ასტრიდ ლინდგრენის წიგნები გიყვარდათ (და ალბათ გიყვარდათ კიდეც, აბა ისე როგორ?), აუცილებლად გემახსოვრებათ მურაბიანი მაჭკატები :)

ეს რეცეპტი განსაკუთრებით კარგია წინა დღის სადილიდან მორჩენილი კარტოფილის პიურის უტილიზაციისთვის. დაახლოებით 2 ულუფა გამოდის, მაგრამ თუ ძალიან გშია, შეიძლება მხოლოდ ერთი გამოვიდეს ;)

fhgd

  • 400გ კარტოფილი (მოხარშული და დაჭყლეტილი)
  • 1 -2 კვერცხი (ზომას გააჩნია)
  • 2 სავსე ს.კ ფქვილი
  • მარილი და პილპილი
  • საფანელი
  • არაჟანი
  • მწვანე ხახვი

მოხარშული ცხელი კარტოფილი დავჭყლიტოთ, ცოტა გავაგრილოთ,  დავამატოთ ფქვილი, კვერცხი, მარილი და პილპილი. კარგად ავურიოთ.

ნოტიო ხელებით გავაკეთოთ გუნდები, გავაბრტყელოთ 1 სმ სისქეზე , ამოვავლოთ საფანელში და შევწვათ ორივე მხრიდან, ცხელ ზეთიან ტაფაზე.

მზა  ხრაშუნა ოლადებს მოვასხათ არაჟანი და მოვაყაროთ მწვანე ხახვი. ძალიან მარტივი და გემრიელია :)

 

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

Leave a Reply

Top