თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ბოსტნეული > კარტოფილის კატლეტი ლორის და ყველის გულსართით

კარტოფილის კატლეტი ლორის და ყველის გულსართით


ძალიან ადვილი კატლეტი “სიურპრიზი”. გულსართი შეგიძლიათ თქვენი სურვილის მიხედვით შეცვალოთ, მაგალითად: სოკო და ყველი, სოკო და ლორი, ყველის კარაქის და მწვანილების ნარევი და ა.შ.

მომზადებისას ინგრედიენტები ზუსტად არ ამიწონია, ამიტომ მიახლოებით დავწერ:

✔ 5 საშუალო კარტოფილი
✔ 150-200 გრ ლორი
✔ 150 გრ ყველი(მაქსიმალურად ნაკლებმარილიანი)
✔ 1 ხახვი
✔ 1 კვერცხი
✔ მარილი, პილპილი

მოხარშული კარტოფილი დაჭყლიტეთ ან გაატარეთ ხორცსაკეპში, დაამატეთ მოშუშული ხახვი, კვერცხი, პილპილი, მარილი (გაითვალისწინეთ რომ ლორიც და ყველიც მარილიანია და არ გადაამეტოთ)

ცივ წყალში დასველებული ხელით გააკეთეთ გუნდა და ამოაღრმავეთ, შიგნით ჩადეთ ლორის და ყველის ნაჭრები და დაფარეთ კარტოფილის მასით:

ამოავლეთ დაფქვილ ორცხობილაში და შებრაწეთ ზეთში რამდენიმე წუთით.

გარნირად შეგიძლიათ ცოცხალი ბოსტნეულის სალათი მოუმზადოთ.

კომენტარები

კომენტარი

4 thoughts on “კარტოფილის კატლეტი ლორის და ყველის გულსართით

  1. რაც გინდა დაარქვი, მაგრამ ძალიან გემრიელი კი არის :) ეს რეცეპტი პერფექტქუქიდან გადმოვიტანე, იქ კარგი გამოხმაურება ჰქონდა

  2. ე რა მაგარია :) ამას გავაკეთებ ხოლმე.

Leave a Reply

Top