თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ბოსტნეული > კარტოფილის ესპანური გარნირი ბოსტნეულით

კარტოფილის ესპანური გარნირი ბოსტნეულით

Patatas panadera – კარტოფილის ესპანური გარნირია, რომელსაც ძირითადად თევზთან ერთად მიირთმევენ, თუმცა, თქვენ შეგიძლიათ საკუთარი არჩევანი გააკეთოთ, სხვა კერძთან, ან საერთოდ ყველაფრის გარეშე მიირთვათ, ძალიან გემრიელია :)


კეცზე, ან ნებისმიერ ჭურჭელში, რომლის შედგმაც ღუმელში შეგვიძლია, ჩავაფინოთ გრძლად და ალყა-ალყა დაჭრილი წითელი და მწვანე პაპრიკა (ბულგარული წიწაკა) და ხახვი, ზევიდან მოვაწყოთ მრგვალად დაჭრილი კარტოფილი (ისე, როგორც ეს სურათზეა), მოვასხათ ზეითუნის ზეთი და თეთრი ღვინო + მოვაყაროთ მარილი (სურვილისამებრ პილპილიც).

შევდგათ უკვე გაცხელებულ ღუმელში (200 გრადუსზე) და დავტოვოთ, მანამ, სანამ არ შეიბრაწება !

ძალიან არომატული გამოდის :) იდეალურია თითქმის ყველანაირი თევზის გარნირად და შემწვარი წითელი ხორცის გარნირადაც :)

კომენტარები

კომენტარი

Leave a Reply

Top