კარტოფილის სალათა |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > <1 სთ > კარტოფილის სალათა

კარტოფილის სალათა

კარტოფილი ჩემი საყვარელი ბოსტნეულის სიაში საპატიო ადგილს იკავებს. შემწვარი კარტოფილი ხომ საერთოდ, უგემრიელესია, მაგრამ ამასთანავე აბსოლუტურად არა-სასარგებლო :(  ვცდილობ, იშვიათად მოვამზადო და მივირთვა.  ჩემს საყვარელ კარტოფილს უფრო სასარგებლო გამოყენებას ვუძებნი, ნაკლებად ცხიმიანს და ბევრად ჯანსაღს.

_DSC0038 copy

 

600 გ კარტოფილი

1 პატარა თავი  ბროკოლი

1-2 მოხარშული კვერცხი, სურვილით

6 ს.კ ზეით.ზეთი

½ ჩ.კ მდოგვი

2 ს.კ ტარხუნის ძმარი ( რეცეპტი ნახეთ ამ პოსტში)

მარილი

პილპილი

კამა, რეჰანი და ბაზილიკი

 

კარტოფილი დავჭრათ მსხვილად და მოვხარშოთ  (ან ჯერ მოვხარშოთ და მერე დავჭრათ. თბილი)

ბროკოლი 2 წუთით გამოვატაროთ მდუღარე მარილიან წყალში.

შევურიოთ ერთმანეთს, მოვაყაროთ მწვანილი, სურვილის შემთხვევაში კვერცხიც და თბილ-თბილსვე მოვასხათ სოუსი. თბილი ბოსტნეული უკეთ იწოვს სოუსის მთელ არომატს.

სოუსისთვის ერთმანეთში ავურიოთ ძმარი, ზეთი, მარილი, პილპილი და მდოგვი.

ზემოდან სილამაზისთვის პაპრიკა აყრია.

უნდა მივირთვათ ასევე თბილ-თბილი, გნებავთ ცალკე, გნებავთ გარნირად.

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

Leave a Reply

Top