თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ბოსტნეული > შემწვარი კარტოფილი სოუსით

შემწვარი კარტოფილი სოუსით

რეცეპტი მოგვაწოდა მარი ციმაკურიძემ

დაგვჭირდება:

  • კარტოფილი _ 10 ცალი
  • პომიდვრის სოუსი (სქელი კონსისტენციის, ან ტომატ-პასტა) _ 2-3 სუფრის კოვზი
  • მაიონეზი (სურვილისამებრ, სამარხვო) _ 2-3 სუფრის კოვზი
  • წითელი აჯიკა ან სვანური მარილი, ზეთი, ხახვი, მწვანილი – გემოვნებით




მომზადება
შევწვათ კარტოფილი (ეცადეთ, რომ არ ჩაგეშალოთ და რაც მთავარია, ეცადეთ, კარგად დაბრაწოთ, სწორედ ამაშია ამ კერძის საიდუმლო). როცა უკვე მორბილდება, მარტილი დავაყაროთ (აუცილებლად ბოლოს დააყარეთ და არა თავიდან). კარტოფილის შეწვის პარალელურად ვაკეთებთ საწებელს. პომიდვრის სოუსს ვხსნით წყალში და ვამატებთ მაიონეზს, შემდეგ ვამატებთ წითელ აჯიკას გემოვნებით (ან სვანურ მარილს) და წვრილად დაჭრილ ხახვს. ამ საწებელს ვასხამთ კარტოფილს და 3-5 წუთის განმავლობაში მაქსიმალურად დაბალ ცეცხლზე ვტოვებთ, რომ კარგად შეერიოს კარტოფილს.

გასაფორმებლად დააყარეთ ნებისმიერი მწვანილი, გემოვნებით.

გემრიელად მიირთვით :)

კომენტარები

კომენტარი

Leave a Reply

Top