თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ბოსტნეული > კარტოფილი პომიდორში

კარტოფილი პომიდორში

კარტოფილი გაფცქვენით, დაჭერით სასურველი ზომის და ფორმის ნაჭრებად; ღრმა ტაფაში ან ქვაბში მოშუშეთ წინასწარ მსხვილად დაჭრილი ხახვი და ნიორი, მიუმატეთ კარტოფილი, 1 წუთიანი შუშვის შემდეგ დაუმატეთ დაფნის ფოთოლი, დაასხით ტომატ–პიურეში გახსნილი 1–1,5 ჭიქა წყალი, ადუღეთ 5 წუთი ნელ ცეცხლზე, შემდეგ დაუმატეთ დაჭრილი სტაფილო, შუშეთ თავდახურულ ტაფაში დაბალ ცეცხლზე, ნუ მოურევთ. როგორც კი კარტოფილი მოიხარშება, დაუმატეთ დაჭრილი მწვანილი და შეაზავეთ გემოვნებით.

რა გამოვიყენე:
● 1 კგ კარტოფილი
● 2 ც სტაფილო
● 2 თავი ხახვი
● 3 კბილი ნიორი
● 2 ს/კ სიმინდის ზეთი
● 1 ჩ/კ ზეთისხილის ზეთი
● 1 ს/კ ტომატი–პიურე (ან გახეხილი პომიდორი)
● 1–1,5 ჭიქა წყალი
● 2 დაფნის ფოთოლი
● 100 გ ოხრახუში, ქინძი, მწვანე ხახვი
● მარილი, შავი პილპილი, წითელი პილპილი, ორეგანო გემოვნებით

კომენტარები

კომენტარი

Leave a Reply

Top