თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ზღვის პროდუქტები > კალმახის ფილე ბეკონით

კალმახის ფილე ბეკონით

შესაძლოა, კალმახი და ბეკონი ერთად მეტისმეტად უცნაურად ჟღერდეს, თუმცა ეს კერძი უკვე  ჩემი ფავორიტების სიაშია :)  მერწმუნეთ, ძალიან გემრიელია, განსხვავებული და საინტერესო.

1 მოზრდილი კალმახი

1 ნაჭერი პური

½ წითელი ბულგარული წიწაკა

2 ნაჭერი ბეკონი

1-2 ს.კ ზეითუნის ზეთი

პილპილი

მარილი

ოხრახუში

ლიმონის წვენი

 

ბასრი დანით კალმახს ავაცალოთ ფილე. ამისთვის დანა დაუსვით ლაყუჩებთან და კუდისკენ გაასრიალეთ ხერხემლის გასწვრივ. მოაცილეთ ზედმეტი ფხები. მოახით ლიმონის წვენი და მინიმუმ 30 წთ მაცივარში დადეთ.

პური გახუხეთ ტოსტერში ან ტაფაზე და დაფხვენით საშუალო ზომაზე ბლენდერში ან გაჩეჩქვეთ ცომის გასაბრტყელებელი ჯოხით.

ერთ თასში მოათავსეთ პურის ნაფხვენი, ძალიან წვრილად დაჭრილი წიწაკა, დაჭრილი ბეკონი, ოხრახუში და მოასხით ზეთი. ამოურიეთ.

თევზს მოაყარეთ მარილი და პილპილი, დადეთ ცხიმწასმულ ტაფაზე (შეგიძლიათ საცხობი ქაღალდი ან ფოლგა დაუფინოთ)

პურის მასა დაადეთ თითოეულ ფილეს და შედგით 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 15-20 წთ

 

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

One thought on “კალმახის ფილე ბეკონით

Leave a Reply

Top