თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ტკბილეული > კაკაოანი ნამცხვარი შავი ქლიავით

კაკაოანი ნამცხვარი შავი ქლიავით

ყველას მოგესალმებით :)

აი, ზაფხულიც დამთავრდა – არდადეგების, მოგზაურობების, დასვენებისა და მცხუნვარე მზის დრო. იმედია კარგად დაისვენეთ და ენერგიით სავსე დაუბრუნდით საკუთარ სახლებს.

რამდენი ხანია აღარაფერი დამიწერია, არადა დასაწერი ბევრი დამიგროვდა. ჩემი კამერა გაივსო გემრიელი ფოტოებით, ბლოკნოტი ჩანაწერებითა და შენიშვნებით.  ახლა ყველაფერი უნდა დავალაგო, დავახარისხო, დავწერო და გაგიზიაროთ :)

რამდენიმე დღეა, უკვე იგრძნობა შემოდგომის გრილი სურნელი. აქა-იქ წითელ-ყვითელი ფოთლებიც შევნიშნე. მიყვარს ასეთი ამინდები – სასიამოვნო, ზომიერი სითბო, დილაადრიან აივანზე ჯდომა ცხელი ჩაის ჭიქით ხელში :)  გემრიელი ნამცხვრის ნაჭერი კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის ხოლმე დილის საუზმეს.

დღეს ნამდვილი საშემოდგომო რეცეპტი გვაქვს – ნაზი, ”სველი” ფაქტურის, ქლიავითა და კაკაოს არომატით.  საერთოდ, ქლიავებიდან ყველაზე მეტად შავი ქლიავი მიყვარს. გარდა იმისა რომ ძალიან გემრიელი და სასარგებლოა, კარგად ეხამება როგორც დესერტებს, ასევე ხორცეულს.

მაშ, ასე – ვიწყებთ მომზადებას:

ცომისთვის

150 გ ნაღები, მაღალპროცენტიანი

100 გ არაჟანი

100 გ შაქარი

1.5 ჩ.კ. გამაფხვიერებელი

2 კვერცხი

100 გ ფქვილი

2ს.კ. კაკაო, თავმობმული

მწიკვი მარილი

ასევე        15 ცალი ქლიავი (მე ამდენი დამჭირდა), 2-3 ს.კ შაქარი

კარაქი 1-1.5 ს.კ, დარბილებული

პირველ რიგში, გეტყვით ნაღებზე: მე გამოვიყენე ბ. ჯორჯაძის რეცეპტის მიხედვით ნატურალური რძისაგან აღებული ნაღები. მისი არ ქონის შემთხვევაში, ალბათ ცხიმიანი რძით ჩანაცვლებაც შეიძლება, ან რძისა და გამდნარი კარაქის ნარევით.

22 სმ დიამეტრის ფორმაში ჩააფინეთ საცხობი ქაღალდი და წაუსვით სქლად კარაქი, მოაყარეთ შაქარი და დაალაგეთ შუაზე გაჭრილი, კურკაგამოცლილი ქლიავები, გაჭრილი მხრიდან ქვემოთ.

მოამზადეთ ცომი: ჯერ აურიეთ სველი ინგრედიენტები შაქართან ერთად, შემდეგ დაამატეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი, კაკაო და მარილი. ბევრი თქვეფა არ სჭირდება, მე ეს  ყველაფერი ხელის სათქვეფით გავაკეთე. ცომი დაასხით ქლიავს და გამოაცხეთ 180-200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.

გამოცხობის შემდეგ, 10-15 წუთი ფორმაშივე დატოვეთ. შემდეგ გადმოაბრუნეთ, მოაცილეთ ქაღალდი და გააცივეთ.

მიირთვით ცივი, უფრო გემრიელია :)

კომენტარები

კომენტარი

6 thoughts on “კაკაოანი ნამცხვარი შავი ქლიავით

  1. We stumbled over here by a different website and thought I might as
    well check things out. I like what I see so i am just following you.
    Look forward to looking at your web page for a second time.

  2. An impressive share! I’ve just forwarded this onto a
    coworker who was doing a little homework on this. And he actually ordered
    me breakfast because I stumbled upon it for him…
    lol. So allow me to reword this…. Thanks for the meal!!
    But yeah, thanx for spending the time to talk about this topic here on your blog.

Leave a Reply

Top