თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > <1 სთ > ყაბაყი ბაყვებით

ყაბაყი ბაყვებით

ვაგრძელებთ რა დიეტის და სიმარტივის ზეიმს, დღეს მენიუში გვაქვს ყაბაყი ბაყვებით. რასაკვირველია შემეძლო ქათმის სხვა ნაწილიც ამერჩია, მაგრამ გაუყინავ ვერსიებში ეს ნაწილი ჰქონდათ იმ მომენტში.

მოვხარშოთ ბაყვები. დავჭრათ ხახვი, გავრეცხოთ და მრგვლად დავჭრათ ყაბაყი. პომიდორი გათალეთ (მდუღარე გადაავლეთ და უფრო ადვილია) და დასრისეთ, ან გახეხეთ ან დაჭერით, როგორც გინდათ მოკლედ.  ავიღოთ ტაფა, რომელიც არ იწვავს, მისაწვავი კი არაფერი გვაქვს, მაგრამ მაინც ეგეთი აიღეთ. ტაფაზე დავყაროთ დაჭრილი ყაბაყი, მოვასხათ ნახევარი ჭიქა წყალი და გახეხილი პომიდორი. სახურავი დაახურეთ და ნელ ცეცხლზე შუშეთ და ათუხთუხეთ. ყაბაყი მოხარშვამდე რომ მივა, რასაც უფრო სწრაფად ახერხებს, ვიდრე ბადრიჯანი, ზემოდან შემოალაგეთ აწ უკვე მოხარშული ქათმის ბაყვები, სახურავი ისევ დაახურეთ. როდესაც ყველაფერი საბოლოოდ მოიხარშება, ანუ 3-4 წუთში, მოაყარეთ დაჭრილი ხახვი, ქინძი და მარილი/პილპილი გემოვნებით. ცეცხლიდან გადმოდგით.

რა დაგჭირდებათ: 

2 ცალი ყაბაყი

4 ბაყვი, უფრო ზუსტად ბაყვის ზედა რბილი ნაწილი

1 საშუალო თავი ხახვი

4-5 საშუალო ზომის პომიდორი ან ოჯახში უცხიმოდ მომზადებული პომიდორის კონსერვი

ნახნახევარი კონა ქინძი

მარილი/პილპილი

ასევე შეგიძლიათ ნიორიც

 

კომენტარები

კომენტარი

Tamara Mirianashvili
If you want to tell people the truth, make them laugh, otherwise they'll kill you.” ― Oscar Wilde თამარა არის Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, პროფესიონალი ფოტოგრაფი, მთარგმნელი (ინგლისური ენის სპეციალისტი) და ბლოგერი.
http://eatandtour.com

Leave a Reply

Top