ტორტი ჟოლოთი და ლიმონის კრემით |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > დესერტი > ტორტი ჟოლოთი და ლიმონის კრემით

ტორტი ჟოლოთი და ლიმონის კრემით

ივნისის ბოლოს ჩემი გოგონა ბებიასთან ერთად წყალტუბოს ერთ-ერთ სანატორიუმს სტუმრობდა.  ეს ტორტი მის ჩამოსვლასთან დაკავშირებით მოვამზადე, რადგან ტკბილეული ძალიან უყვარს და მინდოდა გამეხარებინა.  ლიმონის არომატი ტორტს ძალიან მოუხდა, გემო გამოაცოცხლა, სიგრილე და სიმსუბუქე შემატა, არატრადიციული და განსხვავებული გახადა :)

jolo limonis torti

ბისკვიტისთვის:

3 კვერცხი

150 გ შაქარი

100 გ ფქვილი

1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი

3 ს.კ გამდნარი კარაქი

მწიკვი მარილი

ნაღების კრემ-სუფლე

ნაღები 35% – 400 მლ

2-4 ს.კ შაქრის პუდრა

7 გ ჟელატინი

30 მლ წყალი

ვანილი (მე გამოვიყენე ვანილის ჩხირი :) )

ლიმონის კრემის რეცეპტისთვის ეწვიეთ ამ ბმულს

ჟოლო ზემოდან დასალაგებლად

კვერცხის გული და ცილა გავაცალკევოთ. ცილას დავაყაროთ მარილი და ვთქვიფოთ. დავამატოთ შაქარიც და მოვამ,ზადოთ მკვრივი ბეზე. ხელის სათქვეფით, მიქსერის გარეშე შევურიოთ გულები, დავაცრათ ფქვილი+გამაფხვიერებელი და ფრთხილად ავურიოთ. ბოლოს ვამატებთ ცხიმს

22-24 სმ დიამეტრის ფორმაში ჩავაფინოთ ქაღალდი ძირზე, წავუსვათ ცხიმი და ჩავასხათ ცომი. გამოვაცხოთ 170-180 გრადუსზე დაახლოებით 30 წუთი (ჩემთან ასე სჭირდება).

ბისკვიტი გავაციოთ ბოლომდე და გავჭრათ შუაზე. წავუსვათ ლიმონის კრემი, დავადოთ მეორე ფენა.  ჩავდოთ უფრო დიდი ზომის ფორმაში (მე 3 ფორმა ვიყიდე ერთად, 22, 24 და 26 სმ დიამეტრის) და დავასხათ კრემი, ისე რომ გვერდებშიც კარგად განაწილდეს. გავაციოთ მაცივარში რამდენიმე საათით, სასურველია მთელი ღამე. სუფლე რომ შემაგრდება, ზემოდან დავაწყოთ ცოცხალი ჟოლო.

ნაღების კრემ-სუფლეს  ვამზადებთ ასე:  ჟელატინი დავალბოთ ცივ წყალში. მე ფირფიტები გამოვიყენე, ძალიან ეფექტურია და ყოველთვის კარგად მუშაობს. ნაღებს დავამატე პუდრა და ვანილი,  ავთქვიფე მსუბუქი კრემის კონსისტენციამდე – ეს ის მომენტია, როცა უკვე შესქელდა, მაგრამ ფორმას მყარად ვერ იჭერს. ჟელატინი გავადნე და ჩავამატე ნაღებში.

გემრიელად მიირთვით :)

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

7 thoughts on “ტორტი ჟოლოთი და ლიმონის კრემით

  1. რა სილამაზეა და რა არომატი იგრძნობა,ნინო საოცარი კულინარი ხარ!. ნინო, 1) კედარის კაკალი სად იყიდება?. 2) რუკოლას ფოთლები სად იყიდება?. 3) გლუკოზა სად იყიდება?. 4) სნუპიები რა არის და სად იყიდება?. 5) სილიკონის ნიჩაბი სად იყიდება?. 6) საკონდიტრო ჩხირი სად იყიდება? 7) კულინარიული შპრიცი ,ტორტის მოსართავი შპრიცი სად იყიდება?. 8) კულინარიული ფუნჯი,ასევე სილიკონის ფუნჯი სად იყიდება?. 9) შაფრანი სად იყიდება?. ნინო მაპატიე ამდენი კითხვებისთვის.მადლობა.

    1. კედარის კაკლები და რუკოლა კარფურში აქვთ ხოლმე, გლუკოზა დეფიციტია ჩვენთან, ვერ იშოვი, შესაძლოა რომელიმე საკონდიტრო მაღაზიამ შემოიტანოს, არ ვიცი. სილიკონის ნიჩაბი ჭურჭლის მაღაზიებში და სუპერმარკეტებშია, ასევე შპრიციც, ფუნჯიც. შაფრანი პასაჟის სუნელების კაცთან იყიდება, საკონდიტრო ჩხირი და სნუპიები არ ვიცი

  2. ნინო, 1) რომელი ფირმის ჟელატინს ხმარობ?.შენ რომელი ჟელატინის ფირფიტებიც გამოიყენე სად იყიდება?,სად შეიძინე?. 7გ.,რამდენი ფირფიტა დაჭირდა?. 2) 22,24,26 სმ დიამეტრის ეს ფორმები სად იყიდე?,სად იყიდება?. მადლობა და ბოდიში.

    1. ძალიან კარდია დრ. ოტკერის ფირმის ჟელატინი, ფირფიტწებს ჯორჯიტაში ვყიდულობ, ესეც კარგია. ფორმები ჭურჭლის მაღაზიებში იკითხე, ან საკონდიტრო მასალების.

  3. ნინო, არაქისის კარაქი სად იყიდება?. მადლობა. <3

  4. მადლობა.ნინო, დანარჩენ ამ ორ კითხვებზეც მიპასუხე გთხოვ..მადლობა. :*

Leave a Reply

Top