თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ზღვის პროდუქტები > საკე, მისო და სუში ბერლინურად

საკე, მისო და სუში ბერლინურად

სუში, იაპონური სამზარეულო

სუში, იაპონური სამზარეულო

მოგზაურობის დროს ალბათ ფოტოისტორიებს ყველა ქმნით და ფოტოებს არა მხოლოდ ცნობილი ძეგლების წინ იღებთ, არამედ იმ კერძებსაც უღებთ, რითაც ეს კონკრეტული მოგზაურობა გამახსოვრდებათ. ჩვენს ბლოგზეც ყოფილა ფოტორეპორტაჟები მოგზაურობებიდან.

ვაპირებ, ნაწილნაწილ მოგიყვეთ იმ რამდენიმე დასამახსოვრებელი კაფეს თუ რესტორნის შესახებ, სადაც ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე, გერმანიაში სტუმრობისას შევიარე.

ბერლინში სუშის მოყვარულმა მეგობრებმა იაპონურ რესტორანში დამპატიჟეს.
სუში მეც მიყვარს, თან ძალიან. თუმცა არა ყველანაირი. აი სხვა იაპონური გემრიელობების გასინჯვას აქამდე ვერიდებოდი. ამჯერად გავრისკე და დასაწყისისთვის საკე გავსინჯე. თანაც, გარეთ ძალიან ციოდა.

sake2

საკე შეიძლება თბილი ან ცივი სახით დალიოთ. ეს იაპონური ალკოჰოლური სასმელია, დაბალგრადუსიანი. დაახლოებით, ახალგამოხდილი სოფლის არყის გემო აქვს, ჯერ კიდევ თბილ-თბილი რომ მოედინება სახდელი ქვაბიდან.

მოკლედ, დიდი არაფერი… ანდა, ვიქნები გულწრფელი და ვაღიარებ, რომ საშინელებაა.

თუმცა ყველანაირი საშინელება ცხოვრებაში ერთხელ უნდა გასინჯოს ადამიანმა, მით უფრო, თუ ასეთი ლამაზია და თუ გარეთ ძალიან ცივა :))

Sake

 

შემდეგი ნაბიჯი, სახელგანთქმული მისოს სუპია. მაგრამ არა, არც ეს არის საჩემო :D სრული გაურკვევლობა.

იაპონური სამზარეულოს ფანებმა უნდა მაპატიოთ :)

Miso_Soup

MisoSoup

 

და აი ისიც, მთავარი – სრულყოფილებასთან მიხლოვებული სუში.

უმი თევზი, ბრინჯი, ბოსტნეული, ხიზილალა, სოიოს მარილიანი სოუსი, ცხარე მდოგვი და კიდევ უფრო ცხარე ჯანჯაფილის ფირფიტები ❤

არ მჯერა, რომ ამაზე უკეთესი რამე შეიძლება არსებობდეს იაპონურ სამზარეულოში ❤

sushi2

 

sushi4

 

Sushi1

P.S.

სუშის გაკეთებას სახლში თუ გადაწყვეტთ, იცით, რომ ჩვენს ბლოგზე აუცილებლად იპოვით რეცეპტს:
1. სახლში მომზადებული სუში

2. შიკაი მაკი სუში

3. სუში by Tinatin Revazishvili

 

და რა თქმა უნდა, არ დაიზაროთ და გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება კომენტარებში: სად არის ყველაზე გემრიელი სუში თბილისში (საქართველოში) და როგორ ამზადებთ თქვენ?

კომენტარები

კომენტარი

Ekateriné O Niani @ Ratatui.Me
ბლოგ რატატუისა და Ratatui Food & Media-ს დამფუძნებელი. იურისტი, პერსონალური, თემატური და კორპორატიული ბლოგინგისა და სოცმედიამარკეტინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. მოყვარული ფოტოგრაფი.
http://katiee.ge

Leave a Reply

Top