თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > სასმელი (ალკოჰოლური/უალკოჰოლო) > ჯანჯაფილის ლიმონათი

ჯანჯაფილის ლიმონათი

ჯანჯაფილი ჩემი საყვარელი სანელებლების სიაში საპატიო ადგილს იკავებს.  ხშირად ვყიდულობ და ათასგვარ რეცეპტში ვიყენებ.  აი, თუნდაც ეს ლიმონათი – ძალიან გემრიელი, არომატული, გამაგრილებელი და სასარგებლოა,  სწრაფად მზადდება და  სასიამოვნო დასალევია.

 jinjer limo

100 გ ნედლი ჯანჯაფილი (კოჭა)

100 გ შაქარი (ან გემოვნებით)

2 ლიმონი

1 ფორთოხალი

პიტნის ფოთლები

1.7-2 ლიტრი წყალი, ჩვეულებრივი ან გაზიანი, გემოვნების მიხედვით

ყინული

 

ჯანჯაფილი გავასუფთავოთ და წვრილად დავჭრათ. შეგვიძლია დავხეხოთ კიდეც, ან დავთალოთ თხელ ფირფიტებად.  დავაყაროთ შაქარი და მსუბუქად ავსრისოთ. შაქარი გადნება და მისი მოქმედებით ჯანჯაფილი წვენს გამოუშვებს.  დავაწუროთ ლიმონი და ფორთოხალი, დავამატოთ პიტნის დაჭრილი ან მსუბუქად გასრესილი  ფოთლები და დავასხათ წყალი. შიგვე ჩავყაროთ ფორთოხლისა და ლიმონის გამონაწური ნაჭრებიც.მინიმუმ  30 წუთით შევდგათ მაცივარში, შემდეგ გადავწუროთ, დავამატოთ ყინული და მივირთვათ. თუ მაშინვე არ ვაპირებთ მირთმევას, სასურველია ფორთოხლის და ლიმონის გამონაწური ნაჭრები ამოვაცალოთ, რადგან დიდი ხნით გაჩერების შემთხვევაში ლიმონათს სპეციფიურ მომწარო არომატს მისცემს.

სუფრაზე გატანის დროს სილამაზისთვის შეგვიძლია დაჭრილი ფორთოხალი და ლიმონიც ჩავამატოთ გრაფინში, პიტნის რამდენიმე ღერთან ერთად.

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

Leave a Reply

Top