ჯანჯაფილის ღილები |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ტკბილეული > ჯანჯაფილის ღილები

ჯანჯაფილის ღილები

მასალა:
> კარაქი ………….. 70 გრ
> შაქარი …………… 70 გრ
> კვერცხი ………… 1ც
> მაიონეზი ……….. 50 გრ (2.5 ს.კ)
> ჯანჯაფილი …… 1/2 ს.კ
> ფქვილი ………….. 250 გრ
> ვანილი, გამაფხვიერებელი .. 0.5 ჩ.კ.

მომზადება:
კარაქი და შაქარი …… გავთქვიფოთ
დავამატოთ კვერცხი …. გავთქვიფოთ
დავუმატოთ მაიონეზი … გავთქვიფოთ
დავამატოთ ჯანჯაფილი …. გავთქვიფოთ
დავუმატოთ გამაფხვიერებელი+ვანილი+ფქვილი. მოვზილოთ ცომი, ისეთი, რომ ხელზე არ გვეკრობოდეს და თან შეიკრას.

ავიღოთ პატარა ბურთები, ისეთები, რომ ბოთლის თავსახურში ეტეოდეს. დავალაგოთ ფორმაზე, დავაჭიროთ ზემოდან ბოთლის თავსახური და კოქტეილის ჩხირებით ამოვჭრათ ნახვრეტები შუაში.

ვაცხობთ 200 გრადუსზე 12-15 წუთი (მე ზემოდანაც დავბრაწე ცოტა).

გემრიელად მიირთვით :)

კომენტარები

კომენტარი

7 thoughts on “ჯანჯაფილის ღილები

  1. ქართულად – ისევ ჯანჯაფილი :D'აი ეს დაღრანჯული ტიპია ჯანჯაფილი :))http://bit.ly/yxWaX7

  2. ki magram es mcenarea da amisgan comeuli rogor gamodis? sul avir-davirie :( :)))) an sad movizio? ishoveba qartul bazrebshi?

  3. დანამატია, სანელებელი და დაფქულ ვერსიას იყიდი ბაზარში. სუშისთვის ცოცხლად ჩამარინადებულს იყენებენ თურმე, მაგრამ საკონდიტრო ნაწარმს დაფქული სანელებელი დასჭირდება.

Leave a Reply

Top