თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > <1 სთ > იუფკა ხაჭოთი და ქიშმიშით

იუფკა ხაჭოთი და ქიშმიშით

იუფკა (Yufka)  თურქული სიფრიფანა ლავაშია, რომელსაც დიდ რკინის ტაფაზე აცხობენ ფქვილის, მარილისა და წყლისგან  დამზადებული  ცომით. თბილისში მისი შეძენა თურქულ მაღაზიებშია შესაძლებელი, მაგრამ თუ ვერ იშოვით, ამ რეცეპტში სომხური ლავაშითაც შეიძლება ჩაანაცვლოთ (თუმცა ეს ორი ლავაში ერთნაირი არ არის!).   იუფკა სხვადასხვა ფორმით შეგხვდებათ: მართკუთხა, მრგვალი და სამკუთხედებად დაჭრილი.  სწორედ ეს უკანასკნელი დაგვჭირდება ხაჭოანი იუფკას მოსამზადებლად.

 _DSC0038 (Copy)

250 გ ხაჭო

3-4 ს.კ ქიშმიში

ვანილი

1 ს.კ შაქარი ან პუდრა (ან  გემოვნებით)

8 ნაჭერი სამკუთხა იუფკა

 

სასურველია ქიშმიშს წინასწარ დავასხათ მდუღარე წყალი: ჭუჭყიც გასძვრება და დალბება კიდეც.

ხაჭო ჩანგლით დავსრისოთ, დავამატოთ ვანილი, შაქარი და შემშრალი ქიშმიში.

ასე გამოიყურება ჩვენი იუფკა, სიფრიფანა დაუბრაწავი ლავაშებია:

_DSC0033 (Copy)

იუფკას ნაჭერზე, ფართო მხრიდან დავდოთ გულსართი და გადავახვიოთ წვეროსკენ, თან შევუკეცოთ გვერდებიც.

_DSC0035 (Copy)

შევწვათ  ცხელ ზეთში, ტაფაზე.  შესაძლებელია ღუმელშიც, თუმცა ლავაში სხვა სტრუქტურას იღებს. ზეთში შემწვარი უფრო გემრიელი და ლამაზია :)

აქვე დავძენ, რომ ლავაშებს გულში ნებისმიერი ტკბილი ან მარილიანი გული შეგვიძლია ჩავუდოთ. ქათმის ხორცით, სოკოთი და სტაფილოთი უგემრიელესი იყო, თუმცა რადგან ფოტო არ გადამიღია, ცალკე აღარ დავწერ.

 

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

Leave a Reply

Top