თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > <1 სთ > ინდაურის რულეტი ნივრით

ინდაურის რულეტი ნივრით

ეს რულეტი სენდვიჩებში, ბუტერბროდებში არაჩვეულებრივია. საღამოს გავაკეთე და მეორე დღეს, ცივი გავსინჯეთ. თუ ნივრის არომატი გიყვართ და არ გაშინებთ, აუცილებლად სცადეთ.

შეგიძლიათ მოამზადოთ დიდი ზომის ქათმის ფილეთიც

rulet

 

1 საშუალო ზომის ფილე (ინდაურის, ან 1 დიდი ქათმის)

5-6 კბ ნიორი

მარილი

პილპილი

კარაქი ან ერბო შესაწვავად

 

ამ რულეტისთვის დაგვჭირდება ინდაურის ფილე, ან შედარებით დიდი ქათმის.

ფილე შუაზე გადავჭრათ, ისე რომ წიგნივით გადაიშალოს. დავბეგვოთ, ორივე მხრიდან მოვაყაროთ მარილი და პილპილი.

ნიორი გავარჩიოთ და დავკეპოთ. ინდაურის ფილეს მეტი ნიორი დასჭირდება ვიდრე ქატმისას, რადგან უფრო დიდია.

გავანაწილოთ ნიორი ფილეს მთელ ზედაპირზე და მჭიდროდ გადავახვიოთ.  დავამაგროთ ხის ჩხირებით.

ავიღოთ ისეთი ტაფა, რომელსაც ღუმელშიც შევდებთ. გავადნოთ კარაქი ან ერბო და დავბრაწოთ რულეტი გარედან.  შემდეგ გადავაფაროთ  ფოლგა და 200 გრადუსზე 20-30 წუთით შევდგათ (ქათამს 20-იც ეყოფა). დროდადრო ტაფაში დაგროვილი ცხიმი ვასხათ და რულეტიც გადავაბრუნოთ.

შეგვიძლია მივირთვათ თბილიც და გაციებულიც. გაცივების შემდეგ თხლად დავჭრათ და საუზმეულის სახით მივიტანოთ სუფრასთან

 

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

Leave a Reply

Top