როგორ მოვიყვანოთ სპაგეტი ხეზე |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ეს საინტერესოა > როგორ მოვიყვანოთ სპაგეტი ხეზე

როგორ მოვიყვანოთ სპაგეტი ხეზე

ეს ამბავი 1957 წელს ბევრმა დაიჯერა და მსოფლიოში, სატელევიზიო და საპირველაპრილო ტყუილების სათავეშიც დამსახურებულად დგას.

1957 წელს BBC-მ, გადაცემა “პანორამა”-ში აჩვენეს შვეიცარიელი ფერმერები, რომლებიც ხიდან ნორჩი სპაგეტის ჩხირებს კრეფდნენ, აშრობდნენ და ამზადებდნენ.

ტყუილი არა მხოლოდ უამრავმა ადამიანმა დაიჯერა და ინტერესით დარეკა რედაქციაში, სად უნდა ეშოვათ სპაგეტის ხის ნერგი, არამედ თავად ბიბისის დირექტორმაც კი ენციკლოპედია გადაშალა, რომ ენახა, როგორ ჩნდება სპაგეტი.

უამრავ დაინტერესებულ მაყურებელს წამყვანმა დიპლომატიურად მიუგო: დარგეთ ერთი ღერი სპაგეტი ტომატის სოუსში და დაელოდეთ შედეგს-ო.

კომენტარები

კომენტარი

Ekateriné O Niani @ Ratatui.Me
ბლოგ რატატუისა და Ratatui Food & Media-ს დამფუძნებელი. იურისტი, პერსონალური, თემატური და კორპორატიული ბლოგინგისა და სოცმედიამარკეტინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. მოყვარული ფოტოგრაფი.
http://katiee.ge

Leave a Reply

Top