თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > <1 სთ > ცხელი შოკოლადი წიწაკით და დარიჩინით

ცხელი შოკოლადი წიწაკით და დარიჩინით

ცხელი შოკოლადი

როგორც კი ზაფხული მთავრდება და გრილდება, თბილ თანსაცმელთან ერთად ორი რამ დგება დღის წესრიგთი: ცხელი შოკოლადი და გლინტვეინი.

გლინტვეინის რეცეპტი ჩვენს ბლოგზე დევს, ცხელი შოკოლადისაც, მაგრამ ეს ცოტათი განსხვავებულია. ~

ინგრედიენტები

4 საკმაოდ დიდი პორციისათვის დაგჭირდებათ:

1 ფილა შავი ან რძიანი შოკოლადი (80 გრამიანი)

400 გრ რძე

60-80 გრამი მუქი კაკაო (ან უმჯობესია 50/50 აიღოთ მუქი და ღია ფერის კაკაო)

შაქარი – 8 ჩაის კოვზი

დარიჩინი – 1/2 ჩაის კოვზი

წითელი წიწაკა – დანის წვერით, სიმწარის და გემოვნების მიხედვით

მწიკვი მარილი და ვანილი

ფორთოხლის ცედრა (სურვილისამებრ)

 

ცხელი შოკოლადი

მომზადება

შაქარი და კაკაო აურიეთ ერთმანეთში და ნელნელა დაასხით რძე, რომ კარგად გაიხსნას. ეს მასა გააცხელეთ და დაუმატეთ დამტვრეული შოკოლადი. რომ წამოდუღდება, დაამატეთ დარიჩინი, წითელი წიწაკა, მარილი დანის წვერით და ვანილი.

პ.ს. ფორთოხლის ცედრა ძალიან უხდება, მაგრამ თუ ძალიან წმინდა არაა, შეიძლება პატარა ნამცეცებად დარჩეს ცხელ შოკოლადში და არ მოგეწონოთ.

კომენტარები

კომენტარი

Ekateriné O Niani @ Ratatui.Me
ბლოგ რატატუისა და Ratatui Food & Media-ს დამფუძნებელი. იურისტი, პერსონალური, თემატური და კორპორატიული ბლოგინგისა და სოცმედიამარკეტინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. მოყვარული ფოტოგრაფი.
http://katiee.ge

Leave a Reply

Top