თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > აზიური > Sushi სუში, სახლში მომზადებული

Sushi სუში, სახლში მომზადებული

სუში იაპონური სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კერძია და მსოფლიოში უამრავ ადამიანს უყვარს. მეც სწორედ მათ რიცხვში ვარ :)  დიდი ხანია, მინდოდა მე თვითონ , ჩემი ხელით მომემზადებინა, თუმცა რატომღაც ვყოყმანობდი. თურმე სულ ტყუილად! ძალიან ადვილია და ინგრედიენტების შოვნის შემთხვევაში, ვფიქრობ, ნებისმიერი შესძლებს მის მომზადებას.  ჩემი ბოლო მოგზაურობიდან სუშისთვის საჭირო ყველა ინგრედიენტი ჩამოვიტანე მცირე ულუფებად, რამდენიმე ვიდეოს ვუყურე და ბოლოს  და ბოლოს, გავაკეთე კიდეც :)

  • 1 ჭიქა (250 მილილიტრიანი)  სუშის ბრინჯი   (ეს თბილისშიც იყიდება)
  • 1 ჭიქა და მესამედი წყალი
  • 2-3 ს.კ ბრინჯის ძმარი
  • 2ჩ.კ. შაქარი
  • 1/2   ჩ.კ მარილი
  • წყალმცენარე ნორი
  • ორაგულის ან თინუსის ფილე (მე ორაგულის მომწონს :) )
  • კიტრის ან ავოკადოს ნაჭრები სურვილით

ამას გარდა, იაპონელები იყენებენ ხის თასსა და კოვზს, ბამბუკის საფენს – მაკისუს, მარაოს.

ბრინჯი კარგად გავრეცხე, დავასხი წყალი და წამოვადუღე. დავუწიე ცეცხლს მინიმუმამდე და ვხარშე სანამ წყალი დაშრა. ბრინჯი უკვე მზად იყო. როგორც წესი, სუშის ბრინჯს შეფუთვაზე აწერია მომზადების წესი და შეგიძლიათ პირდაპირ მიჰყვეთ ამ ინსტრუქციას.

15 წუთით დავივიწყე მოხარშული ბრინჯი და შევუდექი ძმრიანი ნაზავისა და თევზის მომზადებას. ძმარში შევურიე მარილი და შაქარი. კარგად რომ გამდნარიყო, ძმარი რამდენიმე წამით შევათბე მიკროტალღურში თევზი წინასწარ დავჭერი საშუალო ზომაზე, ხოლო კიტრი (შუაგულის ნაწილი არა) ჩხირივით.

15 წუთის გასვლის შემდეგ, ბრინჯი თასში (წესით, ხის) გადავიტანე, მოვასხი ძმრიანი ნარევი და ხის კოვზით ფრთხილად ამოვურიე. ამ დროს, იაპონელები თან მარაოთი უნიავებენ და აგრილებენ ბრინჯს.  როცა ბრინჯი საკმარისად გაგრილდა, ისე რომ ხელს აღარ წვავდა, დავიწყე სუშის გადახვევა.

პირველად რომ გავაკეთე ბამბუკის საფენი არ მქონდა და პირსახოცის დახმარებით გადავახვიე. შემდეგ ნათია მინაშვილმა მაჩუქა ეს საფენი, რისთვისაც დიდი მადლობა მას :)  საფენზე  დავდე ნორის ფურცელი, პრიალა მხარე ქვემოთ. სველი ხელებით ავიღე ბრინჯის გუნდები და ზემოდან გავანაწილე.  წავუსვი ვასაბის უთხელესი ფენა (აქ ფრთხილად , სასწაულად ცხარეა!)  შემდეგ დავადე ავოკადოს და თევზის ნაჭერი. კიტრითაც მშვენიერია, რომელიც მაქვს იმას ვიყენებ

sushi1

2 sushi

შემდეგ საფენის  დახმარებით დავიწყე მჭიდროდ გადახვევა და (მეტნაკლებად) თანაბარი ფორმის მიცემა. თავი და ბოლო ჩამოვაჭერი.

4sushi

შემდეგ ბასრი დანით დავჭერი და ვუალა!  გემრიელი სუში მზად არის :)

სუში უნდა მიირთვათ დამარინადებულ ჯანჯაფილთან, ვასაბისთან ან სოიოს სოუსთან ერთად.

sush

p.s. თუ ძალიან გინდათ სუშის გაკეთება,მაგრამ გიჭირთ საჭირო ინგრედიენტების მოძიება თბილისში, შეგიძლიათ მცირედი ცვლილებები შეიტანოთ რეცეპტში. სუშის ბრინჯი სუპერმარკეტებში იყიდება, რამდენჯერმე ვნახე, მაგრამ თუ მაინც ვერ იშოვით, შეგიძლიათ კარგი ხარისხის მრგვალი ბრინჯით შეცვალოთ, მთავარია წებოვნება ჰქონდეს. ხოლო ბრინჯის ძმრის შეცვლა კარგი ხარისხის თეთრი ღვინის  ძმრით შეიძლება.  წყალმცენარე ნორის ნამდვილად ვერ შეცვლით, უბრალოდ შეგიძლიათ სუშის სხვა სახეობა მოამზადოთ, რომელსაც ნორი არ სჭირდება.

შუაგულში ჩასადებად გამოვიყენე ორაგულის ფილე, რომელიც  ამ რეცეპტის მიხედვით მქონდა მომზადებული. უბრალოდ, როცა სუშისთვის მინდა კამას და სხვა სანელებლებს არ ვამატებ, მხოლოდ მარილში+ცოტა შაქარში გამომყავს თევზი. ლიმონის წვენსაც ვასხამ ხოლმე ყოველი შემთხვევისთვის, აქ ხომ მთლად ახალ და წყლიდან ეს-ესაა ამოყვანილ თევზს ვერ იშოვი

 

კომენტარები

კომენტარი

30 thoughts on “Sushi სუში, სახლში მომზადებული

  1. gadasarevad gamoikureba!!! :)
    mattvis, visac tevzi ar uyvars: dsalian gemrielia mxolod kitris, an avokados shigtavsit, an shereuli:)

    1. ნამდვილად, მხოლოდ ბოსტნეულითაც შეიძლება მომზადება. მე უბრალოდ ძალიან მიყვარს თევზეული და არც მიფიქრია სხვაგვარი სუშის მომზადება :)

      შემდეგ მცდელობებზე უფრო დავხვეწ გადახვევის ტექნიკას და ნორის პირები ერთმანეთს დაემთხვევა, როგორც ერთმა მკითხველმა მირჩია :)

  2. ნორის ამაზონიდან ვიწერთ ხოლმე :D თბილისში მხოლოდ ერთ ადგილას იყიდება (მრგვალ ბაღთან, კაფე-მაღაზია “გურმანში”), მაგრამ ამაზონზე უფრო იაფად იშოვება :) სხვათა შორის, ამ “გურმანში” საოცარი თევზია :)

    1. ეგ მაღაზია გამიგია, მაგრამ ვაკეში სპეციალურად მაგისთვის გასვლა მეზარება, რადგან ძალიან მიჭირს მანდ პარკირება :( ავტობუსი კი, განსაკუთრებით ეხლა, რაც დაცხა…. მოკლედ, ჯერ მაქვს მარაგი და მერე მეც ამაზონს მივაკითხავ:)

  3. სუში უნდა მიირთვათ დამარინადებულ ჯანჯაფილთან, ვასაბისთან ან სოიოს სოუსთან ერთად.

    es rogor ketdeba?

    1. იყიდება ხოლმე უკვე მზა. აქედან სოიოს სოუსს ყველაზე ადვილად იშოვით თბილისში.

    1. არ ვიცი ეკა, მე იუთუბის ვიდეოები და სხვადასხვა საიტებიდან step by step ფოტოები დავიხმარე :)

  4. sagamomshvidobis nino da ver metyvit romeli saitebia .tu ar shewuxdebit momwret,da ert kitxvas dagisvamt tu ar shewuxdebit ,rame advili dieta xom ar icit? swrafad rom daviklo .winaswar did madlobas gixdit(l)

    1. eka, იმედია ეს ვიდეო დაგეხმარება http://www.youtube.com/watch?v=K729GqTf2pk

      დიეტას რაც შეეხება, წონის პრობლემა მხოლოდ ორსულობა მშობიარობის პერიოდში მქონდა და ცომეულის და ტკბილეულის შეზღუდვით დავიკელი, რაიმე კონკრეტული დიეტა არასდროს დამიცავს, უბრალოდ საკუთარ ორგანიზმს ვიცნობ და ჩემს ერთადერთ საყვარელ საკვებს, ტკბილეულს, ცომეულს ვკრძალავ. ასევე არასდროს ვსვამ გაზიან სასმელებს, არ ვჭამ ინდუსტრიულ საკვებს(ჩიპსებს, ”სუხარიკებს” და მსგავსს) არ მოვიხმარ ნახევარფაბრიკატებს.

  5. xo mec vcdilob ro amovigo tkbileuli da comeuli meniudan .orsulobis dros movimate 30 kg, da michirs dakleba nel nela vikleb,sul dietaze var da cota davikeli imedia mivagwev chems wonas .chemi simaglea 173 wonit 112 kilo var viyavi 116

    1. ეკა, ზაფხულში უფრო ადვილია კლება, მე ხუთ თვეში უკვე ძველ წონაზე ვიყავი :) ვჭამდი ყველაფერს ცომის და ტკბილის გარდა, ცხიმიანი საჭმელი ისედაც არ მიყვარს. წარმატებებს გისურვებ :)

    1. ქართულ ენაზე არ შემხვედრია, უცხოურები იყიდება ალბათ :) ძალიან ადვილია, თავიდან მეც მეძნელებოდა :) დღეს ვგეგმავ კიდევ გაკეთებას, თუ არ დამეზარა, რაღაც განწყობა არა მაქვს …

  6. gamarjobat .nino ise dzneli gasaketebeli ar chans ,dzaan miyvars kerdzebis damzadeba da aramgonia ro gamichirdeba ,me xobshi vcxovrob aq ar iyideba nori .unda chamovatanino tbilisidan da unda gavaketo ,me imitom mchirdeba imis gaketeba pitershi mivdivar restoranshi unda vimushavo ,chemebs aqvt restorani da mitxres ro es kerdzi dzaan efeqturiao.da mitom mindoda wigni ro shemedzina ,nino tavi xom ar mogabezret? dzaan momwons tqventan saubari

  7. ეკა, სიამოვნებით გიპასუხებთ ყოველთვის და დაგეხმარებით რითაც შემიძლია :) გეთანხმებით, რუსეთში ძალიან პოპულარულია იაპონური სამზარეულო, ყოველ შემთხვევაში მოსკოვში ასეა, იაპონური რესტორნები სულ ხალხით იყო სავსე საღამოობით. მეც იქიდან ჩამოვიტანე სუშისთვის საჭირო ინგრედიენტები, რადგან ნორის, ვასაბის და დამარინადებული ჯანჯაფილის შოვნა თბილისშიც ჭირს. ამ მაღაზიაში აქვთ ასეთი ტიპის პროდუქცია http://ecsge.ge/index.php?Cat=Contact&LanG=1 დაუკავშირდით და დააზუსტეთ,ფასებზეც არაფერი ვიცი, მაგრამ ალბათ არ იქნება ძალიან იაფი. ისე კი, რუსეთში ბევრად იაფია სუშის მასალები და იქვე წაგევარჯიშათ უფრო აჯობებდა მგონი :)

  8. უნდა ვცადო აუცილებლად, მით უმეტეს რომ ნინოს რეცეპტით თევზის ფილე მაცივარში მაქვს :))) რამდენიმე დღე ხომ ეყოფა?

    1. ნედლი ჯანჯაფილი ყველაზე იაფად კარფურშია, მაგრამ სუშისთვის საჭირო დამარინადებული ჯანჯაფილი სამწუხაროდ არ ვიცი სად იყიდება თბილისში, მე ვერ ვშოულობ :(

  9. Having read this I believed it was extremely informative.
    I appreciate you taking the time and effort to put this content together.

    I once again find myself personally spending way too
    much time both reading and posting comments. But so what, it was still worthwhile!

Leave a Reply

Top