თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > <1 სთ > სახლში მომზადებული “ნუთელა” – უ გ ე მ რ ი ე ლ ე სი და ძალიან მარტივი!

სახლში მომზადებული “ნუთელა” – უ გ ე მ რ ი ე ლ ე სი და ძალიან მარტივი!

მას შემდეგ, რაც ეს რეცეპტი აღმოვაჩინე, შოკოლადის პასტებს აღარ ვყიდულობ! ისედაც ვიცოდი რომ მავნე უფრო იყო, ვიდრე სასარგებლო, მაგრამ მაინც მიყვარდა. განსაკუთრებით კარფურის შოკოლადიან-თხილიანი პასტა.

ასეთ პასტებში თუ კრემებში დიდი რაოდენობით ცხიმი შედის და ძალიან ცოტა თხილი. განსაკუთრებით შემიწუხდა გული, როცა აღმოვაჩინე, რომ ეს ცხიმი არც მეტი არც ნაკლები – პალმის ზეთია!  ძალიან მავნე და იაფფასიანი პროდუქტი. მოიძიეთ გუგლში ინფორმაცია და ნახავთ რომ ეს საშინელი ზეთი თითქმის ყველაფერში იმალება, პროდუქტში, კოსმეტიკაში, ჰიგიენის ნივთებში…

ისევ კულინარიას დავუბრუნდეთ – სახლში ამ “ნუთელას”  მომზადება ძალიან ადვილია,  თანაც არანაკლებად გემრიელი და  არომატული. თუმცა , ნაყიდიც და სახლში მომზადებულიც ერთნაირად მაღალკალორიულია და მირთმევისას ზომიერება გვმართებს.

_DSC0046 (Copy)

პირველად ამ რეცეპტით ვცადე:

120 გ თხილი

100 გ შოკოლადი

2/3 ქილა შესქელებული რძე

100 გ კარაქი

მწიკვი მარილი

მწიკვი დარიჩინი (სურვილით)

 

მაცივარში შედების შემდეგ მეტისმეტად სქელი მომეჩვენა, ამიტომ მას შემდეგ ყოველთვის მთლიან ქილა შესქელებულ რძეს ვამატებ და დარიჩინის გარეშეც უფრო მომწონს :)

თხილი მსუბუქად მოვხალოთ და გავაგრილოთ, კანი გავაცალოთ

შოკოლადი და კარაქი გავადნოთ ორთქლზე.

თხილი მოვათავსოთ ბლენდერში ან პროცესორში და დავფქვათ მაქსიმალურ სიჩქარეზე, დაახლოებით 3-5 წუთი, ბლენდერის სიმძლავრის მიხედვით. თხილის მასა თანდათანობით გათხელდება და ზეთის გამოყოფას დაიწყებს, ბოლოს თხევადი, კრემოვანი გახდება. ჩავამატოთ შესქელებული რძე და გავაგრძელოთ თქვეფა, შემდეგ ჩავამატოთ შოკოლადი, მარილი და დარიჩინი (აუცილებელი არ არის).  კარგად ავურიოთ.

_DSC0045 (Copy)

უგემრიელესია! დარწმუნებული ვარ ბავშვებსაც და უფროსებსაც ძალიან მოგეწონებათ :)  მოამზადეთ და გამიზიარეთ შთაბეჭდილება კომენტარებში :)

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

5 thoughts on “სახლში მომზადებული “ნუთელა” – უ გ ე მ რ ი ე ლ ე სი და ძალიან მარტივი!

  1. I got this site from my friend who informed me regarding this web site
    and at the moment this time I am browsing this website and reading very
    informative articles or reviews at this place.

Leave a Reply

Top