თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ევროპული > Hofbräu München – Tbilisi

Hofbräu München – Tbilisi

სიტყვასიტყვით ითარგმნება როგორც “კარის ლუდი” – ბავარიელი ჰერცოგების ლუდსახარში, რომელსაც საფუძველი 1589 წელს, ჰერცოგმა ვილჰელმ V ჩაუყარა მიუნხენში. დღესდღეობით ეს გახლავთ, საკმაოდ დიდი ლუდსახარში კომპანია სახელად “Hofbräu München” და ბევრ ქვეყანაში შეიძლება შეგხვდეთ ბარ–რესტორანი, 1879 წლიდან რეგისტრირებული სავაჭრო ნიშნით “HB”.

ლუდსახარში “ჰოფბროი მიუნხენი” ოთხი სახეობის გერმანულ ლუდს აწარმოებს:

–        უძველესი სახეობა Hofbräu DUNKEL  (მიუნხენური შავი ლუდი, 5,5%)

–        ჰელი Hofbräu ORIGINAL (მიუნხენური თეთრი ლუდი, 5,1%)

–        ხორბლის ლუდი “Münchner Weiße”  (ფერმენტირებული, 5.1%)

–        და სპეციალურად ოქტობერფესტისთვის “Hofbräu Oktoberfestbier”, 6,3%

სამეფო გვირგვინი და ცნობილი ნიშანი “HB” საქართველოშიც ციმციმებს, კერძოდ კი, თბილისში, ვაჟა ფშაველას გამზირზე.

რა მომეწონა და რა არ მომეწონა, თვალსაჩინოებისთვის ნაწილების სახით წარმოდგიდგენთ:

ხმაური და სიგარეტი   

იშვიათია თბილისში რესტორანი, სადაც მეგობრებთან ერთად წახვალ რამდენიმე საათით, ერთმანეთის საუბარს გაიგონებთ და სიგარეტის კვამლში არ დაიხრჩობით. HB სწორედ ასეთია. მთელი იქ ყოფნის განმავლობაში საკვირველი ვენტილაცია იყო და სიგარეტის ბოლი არათუ შემაწუხებელი, საგრძნობიც კი არ იყო.

ხალხის ხმაურიც ნიავდებოდა თუ რა იყო არ ვიცი, მაგრამ არც ეს იყო შემაწუხებელი, და არც ექო იგრძნობოდა.

თუმცა უფრო რეკომენდებულია ბართან ახლოს სექციაში ყოფნა, ვიდრე მეორე დარბაზში.

ინტერიერი 

მთავარი დარბაზი – მუზეუმივით – საინტერესო და გადატვირთული.

მუსიკა

მძიმედ ნოსტალგიური.

შერის, აბბას, ბონიემის, პატრისია კაასის სიმღერები– რაც მთავარია დაბალ ხმაზე, არ იყო შემაწუხებელი.

მომსახურება და ჭურჭელი

მომსახურება ზრდილობიანი, ზომიერად ღიმილიანი.  ყოველ წამს შემაწუხებელი “რამე ხომ არ გნებავთ” არ ყოფილა, თუმცა თეფშების გამოცვლაც არ გახსენებიათ, წამოსვლამდე დაახლოებით ნახევარი საათით ადრე გამოცვალეს (მთელი საღამოს განმავლობაში).

ასევე, დავწვრილმანდები და ვიტყვი, რომ ჭურჭელი არ იყო სახელობითი.

კერძები  

ძალიან მომეწონა პრეცელი (ბრეცელი, კრენდელი), სასიამოვნოდ მარილიანი, თუმცა უჩვეულოდ ფუმფულა და სქელი.

მთავარი კერძი – ხის სადგარზე განაწილებული “სამეფო კარის ნადიმი”, რომელიც შედგებოდა შემდეგი ნაწილებისგან:

ღუმელში შემწვარი ღორის კანჭი: გარეთა ფენა საკმაოდ მშრალი, შიდა ფენა ნორმალური.

შემწვარი სარდელი, ავსტრიული სოსისი – ნორმალურად შემწვარი, კარგი

შემწვარი კარტოფილი მექსიკურად – ამ დომხალის ყველაზე საუკეთესო ატრიბუტი, რბილად შემწვარი, ტკაცუნა კანით, სასიამოვნოდ ცხარე.

ხილის ასორტი – ძირითადად ვაშლისგან შედგებოდა, კივი უგემური, ფორთოხალი გამოჩირებული.

საწებელი – ახალი ტყემალი, გემრიელი, მაგრამ უჩვეულოდ მწვანე

მჟავეულობა –  სახელდახელოდ ჩამწნილებული და ვერ დამწნილებული, ეს არც არის გასაკვირი, ყველაფერს ხომ ეს მჟავეულობა მოყვება გარნირად და ალბათ ვერ ასწრებენ.

ჩამონათვალი ცხადია გრანდიოზულად გამოიყურება, მაგრამ ეს ყველაფერი ცოტ–ცოტა დევს და გათვალისწინებულია 4–5 ადამიანზე – ღირებულება 60 ლარი.

გარდა ამისა დავაგემოვნეთ ავსტრიული შებოლილი სარდელი ყველით, რომელსაც ასევე თეთრი კომბოსტოს და სტაფილოს მწნილი მოყვებოდა გარნირად და ერთი პორცია ღირდა 24 ლარი.


ლუდი

და ბოლოს ლუდი, შავი, რომელიც ნამდვილი ნექტარი იყო, მოტკბო–მომწარო არომატებით სავსე სასიამოვნო დასალევი, თბილიც კი!  Highly recommended!

შენიშვნები:

ჩემი აზრით ფასები მაღალია.  

არ მუშაობდა Wi-Fi. 

ალბათ თავად მიუნხენში უნექტარესი იქნება.

იმედია ოდესმე მოვხვდები . . .

Hofbräu-ს კიდევ ერთხელ ვესტუმრებოდი ლუდის და პრეცელების დასაგემოვნებლად, მთავარ კერძს კი ნამდვილად არ შევუკვეთავ, უბრალოდ არ ღირს.

–––––––––

მეზობელი ბლოგი – აქ შეგიძლიათ იხილოთ მიუნხენში მდებარე Hofbräuhaus–ს ფოტოები და შთაბეჭდილებები

კომენტარები

კომენტარი

Tamara Mirianashvili
თამარა არის Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, პროფესიონალი ფოტოგრაფი, მთარგმნელი (ინგლისური ენის სპეციალისტი) და ბლოგერი.
http://odelia.ge

17 thoughts on “Hofbräu München – Tbilisi

  1. Brezel (და არა პ-რეცელი) :)
    ყველაზე ძალიან ეგ მენატრება მიუნხენიდან…. მეც შევივლი მაგისთვის :)
    მადლობთ შთაბეჭდილებების გაზიარებისთვის ;)

    1. ბრეცელი, პრეცელი, კრენდელი . . . .სხვადასხვანაირად მსმენია . . . ყველა გავრცელებულია და ვარირებს ალბათ ქვეყნების და შესაბამისი ენის მიხედვით :)

      მადლობა კომენტარისთვის :**

      1. ხოო, მართალი ყოფილხართ, პრეცელიც რქმევია, მე მიუნხენში რასაც ეძახიან ის ვიცოდი :) (უკაცრავად :)

  2. მაგ რესტორნის არც მომსახურეობა არ მაინტერესებს და არც როგორი ბრეცელი აქვთ ერთი ვიცი რომ ეგეთი პივა საქართველოში სხვაგან არ არის. რომ სვამ თავი სამოთხეში გგონია. ისე მომსახურება არ მომწონს განა იმიტომ რომ თეფშს არ გიცვლიან იმიტომ რომ ოფიციანტები ძალიან დაძაბულები არიან და იგრძნობა რომ ეს ყველაფერი ხელმძღვანელობის მხრიდან დაძაბულობის ბრალია. ის გერმანელი მიმტანი კიდევ ყველაზე მაგარია და ჯიგრული.

    1. აბსოლუტურად გეთანხმებით, ოღონდ მარტო ლუდზე არ დავწერე რადგან მთლიან შთაბეჭდილებებს ვწერდი რესტორანზე :)

      ლუდი შესანიშნავი აქვთ :)

  3. Quando você toma uma de nossas garotas para fora na cidade, você
    está verdadeiramente em companhia de uma mulher linda
    e real e também, provavelmente, uma senhora mais sexy
    do que você já teve essa sorte a estar com em pessoa.

  4. I used to be suggested this website by my cousin. I’m now
    not certain whether or not this post is written through him as nobody else realize such detailed approximately my difficulty.
    You’re wonderful! Thank you!

  5. Amazing blog! Do you have any helpful hints for aspiring writers?

    I’m hoping to start my own site soon but I’m a little lost on everything.
    Would you propose starting with a free platform
    like WordPress or go for a paid option? There are so many options out there that I’m totally confused ..

    Any ideas? Many thanks!

  6. I do not even know how I finished up here, but I thought
    this post used to be good. I do not recognize who you’re however certainly
    you’re going to a famous blogger if you happen to are not already.
    Cheers!

Leave a Reply

Top