თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > 1-2 სთ > გურული ღვეზელი

გურული ღვეზელი

  • ცხობის დიდი მოტრფიალე არ ვარ, დიდ დროს და ენერგიას მოითხოვს, თონიდან ამოტანილი ცომიც არ არის გამოსავალი, ისეთი ცხვება მკვდარს რომ ესროლო, წამოაყენებს. და ამჯერად, იყივლა რა ჩემში არარსებულმა გურულმა სისხლმა და შობის დადგომამდე ერთი საათით ადრე, გურული ღვეზელის გამოცხობის სურვილმა წამომიარა, საფუარიანი ცომი ეგრევე გამოვრიცხე. მივაგენი კეფირიან, მაცივრიან რეცეპტს, თუმცა აქაც ცვლილებები შევიტანე და შესანიშნავი ფუმფულა, ღუნღულა და გემრიელი ცომი გამოვიდა, ჩემი პირველი საშობაო ღვეზელიც შესაბამისი. <3
  • რა დაგჭირდებათ: 
  • სოდა – 1 ჩ/კ
  • მარილი – 1 ჩ/კ
  • შაქარი – ნახევარი ჩ/კ
  • მაწონი – 500 მლ
  • კვერცხი (წასასმელად) – 1 ცალი
  • ზეითუნის ან მზესუმზირისზეთი – 3 სკ
  • ფქვილი – 500 გრ
  • კვერცხი (მოხარშული) – 3 ცალი
  • ჭყინტი ყველი – ნახევარი თავი

 

როგორ მოვამზადოთ 

აიღეთ დიდი ჯამი და ჩაყარეთ სოდა, მარილი შაქარი და მაწონი, კოვზით კარგად აურიეთ და დაამატეთ ათქვეფილი კვერცხი და ზეთი, კვლავ კარგად ურიეთ ორი-სამი წუთი და მიღებულ მასას ნელ-ნელა შეურიეთ ფქვილი. ცომი საკმაოდ ნაზი გამოდის, გადაზილეთ, გადაიტანეთ შესაფუთ პარკში და შეინახეთ მაცივარში 40-60 წუთის განმავლობაში. პარალელურად მოხარშეთ 3-4 კვერცხი და ხელით დასრისეთ ჭყინტი ყველი. ამ პორციიდან დაახლოებით 5-6 საშუალო ზომის გურული საშობაო ღვეზელი გამოგივათ.

ცომი პატარ-პატარა გუნდებად დაყავით, სათითაოდ გააბრტყელეთ, ამოავსეთ ყველით და მოხარშული კვერცხის ნაჭრით, გადაკეცეთ, ფუნჯით გადაუსვით ათქვეფილი კვერცხი და შესხით ღუმელში 200 გრადუსზე. 15-20 წუთში მზად არის.

გემრიელად მიირთვით და შობას გილოცავთ.

კომენტარები

კომენტარი

Tamara Mirianashvili
თამარა არის Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, პროფესიონალი ფოტოგრაფი, მთარგმნელი (ინგლისური ენის სპეციალისტი) და ბლოგერი.
http://odelia.ge

Leave a Reply

Top