ღუმელში შემწვარი ხორცი და ბოსტნეული |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > <1 სთ > ღუმელში შემწვარი ხორცი და ბოსტნეული

ღუმელში შემწვარი ხორცი და ბოსტნეული

დღევანდელი  კერძი სწრაფად მოსამზადებელი საოჯახო კერძების კატეგორიაში გადის: ბევრი მანიპულაციები არ სჭირდება, არც განსაკუთრებული  იერი აქვს, მაგრამ ნოყიერი და გემრიელია. მთელი პროცესი მაქსიმუმ 15 წუთს წაიღებს: დაჭრით ყველაფერს, აურევთ და შედგამთ ღუმელში – დანარჩენი უკვე თავისით მოხდება, არომატები შეერევა, სამზარეულოში სურნელი დატრიალდება, თქვენ ალბათ რაიმე სხვა საქმის გაკეთებასაც მოასწრებთ , თუნდაც სადილს მისაყოლებელი  გემრიელი ლიმონათის. :) თან ამასობაში საშინლად მოგშივდებათ…

xorci bostneuli

  • 500 გ ღორის ხორცი
  • 2-3 კარტოფილი
  • 1 წითელი ბულგარული წიწაკა
  • 1 დიდი სტაფილო
  • 1-2 ყაბაყი
  • 1 -2 თავი ხახვი
  • 2-3 კბ ნიორი
  • მარილი, პილპილი
  • ხმელი ქონდარი
  • ოხრახუში
  • 2-4 ს.კ ზეთი
  • 2-3 ს.კ მზა პომიდვრის სოუსი

ხახვი დავჭრათ ალყა-ალყად,  ხორცი და კარტოფილი კუბებად, სტაფილო რგოლებად, წიწაკა ჩხირებად, ყაბაყი ჯერ სიგრძეზე, შემდეგ კი თხელ რგოლებად. ნიორი დავჭყლიტოთ. ყველაფერი ერთმანეთში ავურიოთ, დავამატოთ ხორცი, მარილი, პილპილი, ზეთი, ქონდარი და გადავიტანოთ ფართო ფორმაში.  შევწვათ 180-200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 40 წუთი, პერიოდულად ამოვურიოთ.

_DSC0042

meat vegetable

ბოლო ეტაპზე დავამატოთ პომიდვრის მზა სოუსი და ამოვურიოთ. მართალია უფასო რეკლამა გამომდის, მაგრამ მაინც დავაზზუსტებ რას ვგულისხმობ პომიდვრის სოუსში – აი ამას:

k2-_ce8dec3e-8854-440b-b0b2-d07b01513cae.v1

რამდენიმე წუთის შემდეგ გამოვიღოთ ღუმელიდან და მოვაყაროთ დაჭრილი მწვანილი.

Bon appetit   და შემდეგ რეცეპტამდე :)

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

One thought on “ღუმელში შემწვარი ხორცი და ბოსტნეული

Leave a Reply

Top