თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ბოსტნეული > ბერძნული სალათი

ბერძნული სალათი

სალათ ცეზარის შემდეგ, ბერძნული სალათი ალბათ ყველაზე ცნობილია. მსუბუქი, გემრიელი, ადვილად მოსამზადებელი და ჯანსაღი.

ძირითადი ინგრედიენტებია:

სალათის ფოთლები

კიტრი

პამიდორი

ყველი ფეტა

ზეთისხილი (სასურველია კალამატა, მაგრამ სხვაც გამოდგება)

წითელი ხახვი

სოუსისთვის: ზეითუნის ზეთისა და ლიმონის წვენის (ან ძმრის) ნარევი, რომელსაც ემატება 1 ჩ.კ. ხმელი ორეგანო, პილპილი, მარილი

მწვანილის დამატება თქვენს სურვილზეა დამოკიდებული.

დაჭერით სალათის ფოთლები, კიტრი, პამიდორი, ყველი და ხახვი (რგოლებად ) . ზეთისხილი შეგიძლიათ მთლიანი ჩაამატოთ, ან ისიც დაჭრათ. მოათავსეთ სასალათეში, მოასხით სოუსი, ამოურიეთ და გემრიელად მიირთვით :)

კომენტარები

კომენტარი

Leave a Reply

Top