ღუმელში შემწვარი ღორის სუკი, არომატული მარინადით |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > <1 სთ > ღუმელში შემწვარი ღორის სუკი, არომატული მარინადით

ღუმელში შემწვარი ღორის სუკი, არომატული მარინადით

ღორის სუკს ღუმელში რა უნდაო, იტყვის ალბათ ვინმე ამ რეცეპტის წაკითხვისას და წარმოიდგენს კიდეც როგორ ააშიშხინებდა ნაკვერჩხალზე… მართლაც არაფერია ამაზე მარტივი და გენიალური. მაგრამ მრავალფეროვნება ყველაფერში  კარგია და კულინარიაში აუცილებელიც კი.  და თუ ზოგჯერ ნაკვერჩხალზე დაბრძანების ნაცვლად სუკის ნაჭერს ღუმელში მიაბრძანებთ, არ ინანებთ, მერწმუნეთ.

suki

  • 1 კგ ღორის სუკი (ჩემს შემთხვევაში ეს იყო ორი საშუალო ნაჭერი)
  • 1-2 ს.კ  ზეითუნის ზეთი
  • 1-2ს.კ ლიმონის წვენი
  • ½ ლიმონის ცედრა
  • მარილი, პილპილი
  • 1 ჩ.კ მდოგვი
  • 1 კბილი ნიორი

ერთმანეთში ავურიოთ ზეთი, დაჭყლეტილი ნიორი, მარილი, პილპილი, მდოგვი, ლიმონის ცედრა და წვენი. მიღებული ნარევი ყველა მხრიდან კარგად წავუსვათ ხორცის ნაჭრებს.

suki2

asdd

გადავიტანოთ ტაფაში და შევწვათ 180-200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 30-40 წუთი, ხორცის ზომის და წვის სასურველი სტადიის გათვალისწინებით. მაგრამ ძალიან არ უნდა გამოვაშროთ – წვნიანი უნდა დარჩეს. პერიოდულად ფუნჯით გადავუსვათ გამოშვებული წვენი.

fdgfdg

მივიღებთ უგემრიელეს, არომატულ და ნაზ ხორცს. ღუმელიდან გამოღების შემდეგ მაშინვე ნუ დავჭრით (თუმცა ცდუნება დიდია!), თორემ მთელი წვენი გარეთ გამოვა. 15 წუთი დავასვენოთ და შემდეგ დავჭრათ თხელ ნაჭრებად. უგემრიელესია პიურესთან ან სალათთან ერთად. მეორე დღეს, შემორჩენილ ნაჭერს თხლად ვჭრი და ბუტერბროდებს ვაკეთებ.

suki1

შეგვიძლია ზემოხსენებულ ნარევში 1-2 საათი დაამარინადოთ კიდეც შეწვამდე, მაგრამ ამ შემთხვევაში მარილს ნუ მოაყრით, უშუალოდ შეწვის წინ მოაყარეთ.

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

8 thoughts on “ღუმელში შემწვარი ღორის სუკი, არომატული მარინადით

  1. I additionally such as that they do not seem beholden to the information pattern. Some of
    their ideal posts originate from excavating up up the tale you do not see anywhere else.

  2. Fine way of telling, and nice piece of writing to take data regarding my presentation topic, which i am going to convey in institution of higher education.

  3. The result is the pump is filling up the D-box quicker compared to its discharge price, triggering backup and also odor grievances.

  4. I don’t know whether it’s just me or if everybody else encountering complications with your site.
    It appears as though some of the written text on your own posts are running from
    the screen. Can someone else please comment and inform me should this be
    happening for them too? It might be a issue with my web browser because I’ve had this happen before.
    Many thanks

Leave a Reply

Top