თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ბოსტნეული > ღორის ნეკნები ბოსტნეულით

ღორის ნეკნები ბოსტნეულით

როგორია ეს კერძი? ფერადი, ნოყიერი და გემრიელი :)  თქვენ ხომ ახლა ყველაზე გემრიელ ბლოგს კითხულობთ ;)

nekni

 

ღორის ნეკნები 1 კგ (დაახლ. 4-5 ნაჭერი)

კარტოფილი 3 საშუალო

სტაფილო 2

ყაბაყი 1 სშუალო ზომის

ფერადი ბულგარულები, მომცრო 1-1

პამიდორი 2 ცალი

როზმარინის ფოთლები დჭრილი 1 ს.კ.

10ქონდარი ხმელი  2/3 ს.კ

ხახვი 1-2 თავი

შავი პილპილი ახალდაფქული

1 ჭ ბულიონი

1 ჭ თეთრი ღვინო

დაჭრილი ოხრახუში მოსაყრელად

 nekn

ღორის ნეკნები, დაუჭრელი, მთლიანი ნაჭერი გარე მხრიდან მსუბუქად დავსეროთ. გახურებულ უცხიმო ტაფაზე დავდოთ და ყველა მხრიდან შევბრაწოთ. გარე მხარეს ხორხის ამ ნაჭერს საკმარისი ცხიმი აქვს და ტაფაზეც გამოუშვებს, არ დაიწვება. როცა ყველა მხრიდან შეიბრაწება, დავამატოთ მსხვილად დაჭრილი ბოსტნეული: ჯერ კარტოფილი, სტაფილო, ყაბაყი და ოთხად გადაჭრილი ხახვი. მოვასხათ ღვინო, მოვაყაროთ სუნელები და შევდათ ღუმელში 200 გრადუსზე.თავზე დავაფაროთ ფოლგა.  დრო და დრო  ამოვურიოთ ბოსტნეულს.

დაახლოებით 1 საათში, როცა ბოსტნეული მორბილდება და ხორცსაც ცოტა აკლია მზაობამდე, დავამატოთ პამიდორი და წიწაკა,ასევე დაკეპილი როზმარინი. შევაბრუნოთ ღუმელში და ფოლგის გარეშე დავასრულოთ კერძის მომზადება.

მზას მოვაყაროთ მწვანილი და მარილი. ხორცი დავჭრათ ულუფებად და ბოსტნეულთან ერთად მივიტანოთ სუფრაზე.

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

Leave a Reply

Top