გორდონ რამზი- შეფმზარეული ცუდი ხასიათით |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ეს საინტერესოა > გორდონ რამზი- შეფმზარეული ცუდი ხასიათით

გორდონ რამზი- შეფმზარეული ცუდი ხასიათით

ასეა თუ ისე, ყველას გაგვიგია გორდონ რამზის სახელი. ის არამარტო თავისი კულინარიული ხელოვნებითაა განთქმული, არამედ თავისი ტემპერამენტით და ცუდი ხასიათითაც. . იმასაც ამბობენ, რომ მისი პროვოკაციული და უხეში ქცევები მხოლოდ პიარია და სინამდვილეში ასეთი არ არის.

ბავშვობაში დიდ ფეხბურთელობაზე ოცნებობდა, დღეს კი დიდი კულინარი და წარმატებული ბიზნესმენია.

შოტლანდიური წარმოშობის ბრიტანელი შეფ-მზარეული, გორდონ ჯეიმს რამზი 1966 წლის 8 ნოემბერს დაიბადა. ის პირველი შოტლანდიელია, რომელმაც მიშლენის სამი ვარსკვლავი მიიღო.

ყველაფერი კი, როგორც ვთქვით, ფეხბურთით დაიწყო.

მამის წარუმატებელი და გაურკვეველი საქმიანობის გამო, მის ოჯახს გაუთვებლად უხდებოდა ქალაქიდან ქალაქში გადასვლა. საბოლოოდ სტრატფორდში დასახლდნენ, სადაც გორდონმა ბავშვთა საფეხბურთო გუნდში დაიწყო თამაში. 18 წლისა, კლუბ რეინჯერსში სათამაშოდ მიიწვიეს, მაგრამ ამ პერიოდში მუხლის ტრავმა მიიღო და იძულებული გახდა ფეხბურთს დამშვიდობებოდა.

მოგვიანებით, რამზი იგონებს, რომ სპორტული კარიერის მიტოვების ტკივილი მხოლოდ მიშლენის მესამე ვარსკვლავის მიღებამ შეუმსუბუქა.

სკოლის დამთავრების შემდეგ, რამზიმ, როგორც თვითონ ამბობს, სპონტანურად მიიღო გადაწყვეტილება, North Oxfordshire Technical College -ში სასტუმროებისა და რესტორნების მართვა შეესწავლა.

    80-იანი წლების ბოლოს, იგი დამწყებ მზარეულად მუშაობდა ჯერ  Wroxton House Hotel   -ში შემდეგ კი   Wickham          Armsში, სადაც მეპატრონის ცოლთან რომანი გააბა და ბოლოს იძულებული გახდა იქაურობა დაეტოვებინა.  ლონდონში   გამგზავრების შემდეგ, მუშაობა პრესტიჟულ რესტორანში harvey’s  დაიწყო, მარკო პიერ უაითის ხელმძღვანელობის ქვეშ.

სამი წლის მუშაობის შემდეგ, გორდონმა ფრანგული სამზარეულოს შესწავლა გადაწყვიტა, მაგრამ ამისთვის პარიზში არ გამგზავრებულა. მან მუშაობა ალბერტ რუს რესტორანში Le Gavroche დაიწყო. მოგვიანებით ფრანგულ ალპებში მდებარე რესტორან დივაში გადაინაცვლა, ხოლო შემდეგ პარიზში, მიშლენის ვარსკვლავების მფლობელ ცნობილ შეფებთან  ჟოელ რობიუშონსა და გი სავასთან გაიარა სწავლების კურსი. საბოლოოდ, სტრესისგან და ცნობილ მზარეულებთან მძიმე ფიზიკური შრომით დაღლილი, დათანხმდა ბერმუდებზე იახტის შეფ-მზარეულობას.

მოგვიანებით, ლონდონში დაბრუნებული რამზი შეფ-მზარეულის ადგილს იკავებს ჩელსიში მდებარე რესტორანში la tante Claire, თუმცა ყოფილი უფროსისგან, უაითისგანაც მიიღო სემოთავაზება რესტორანში Aubergine. რამზი დათანხმდა შემოთავაზებას და 4 წლის განმავლობაში რესტორნის რეიტინგმა მიშლენის 2 ვარსკვლავამდე მოიმატა. თუმცა, სხვა მფლობელებთან უთანხმოების გამო რამზიმ, მასთან ერთად კი მთელმა პერსონალმა, რესტორანი დატოვა. რამზი იხსენებს, რომ ეს მის კარიერაში ყველაზე რთული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ აქ დაიბადა ის როგორც საქმიანი ადამიანი, ბიზნესმენი. მეპატრონეებმა მას უჩივლეს, რადგან პერსონალის არარსებობის გამო მათ რესტორნის 3 თვით დაკეტვა მოუხდათ და დიდი ზარალიც ნახეს.

1998 წელს გორდონ რამზი ხსნის თავის პირველ რესტორანს Gordon Ramsay at Royal Hospital Road , რომელმაც 2001-ში სამი ვარსკვლავი მიიღო. ამის შემდეგ, რამზი გახდა ერთადერთი ყველაზე მაღალრეიტინგული შეფმზარეული იმ დროისთვის და ერთადერთი შოტლანდიელი, რომელმაც მიშლენის ვარსკვლავი დაიმსახურა. ამის შემდეგ მან მეორე რესტორანი Petrus გახსნა, რომელმაც ერთი წლის იუბილეზე უკვე პირველი ვარსკვლავი მოიპოვა, 2007-ში კი მეორე.

რამზის სარესტორნო იმპერია სწრაფად გაიზარდა. ბრიტანეთში მის მფლობელობაშია 10 რესტორანი, რომელთაგან 6-ს მინიმუმ 1 ვარსკვლავი აქვს.ასევე 3 პაბი და 12 რესტორანი გაერთიანებული სამეფოს ფარგლებში.  რამზის იმპერიის  Gordon Ramsay Holdings Limitedმიახლოებითი ღირებულება 163 მლნ დოლარია, ხოლო 69% უშუალოდ მას ეკუთვნის.

 

რამზის ხშირად ადანაშაულებენ ზედმეტ კომერციაში. პოლიციასთანაც უამრავჯერ ჰქონია უსიამოვნო ინციდენტები. საყვედურობენ, რომ ცოლს ღალატობს, მიუხადავად მათი 4 საერთო შვილისა.

გორდონ რამზი გამოსცემს წიგნებს, არის რამდენიმე კულინარიული შოუს წამყვანი, დაკავებულია ქველმოქმედებითაც. რაც არ უნდა თქვას, ის ნამდვილად მადლობელი უნდა იყოს იმ სპორტული ტრავმის გამო, რომლის შემდეგაც მსოფლიომ საუკეთესო შეფმზარეული გაიცნო

 

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

Leave a Reply

Top