თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Uncategorized > გორდონ რამზის 10 კულინარიული წესი

გორდონ რამზის 10 კულინარიული წესი

ყოველ საღამოს кухня тв-ზე  უდიდესი სიამოვნებით ვუყურებ გორდონ რამზის საოცარ შოუს The f word.  ვუყურებ და ვტკბები. სულ რომ არ იზიდავდეს ადამიანს კულინარია, მაინც სიამოვნებას მიიღებდა , ისეთი ცოცხალი, ემოციური, გულწრფელი და მხიარული შოუა. რაც მთავარია საინტერესო, უამრავ ახალს რომ გაიგებ და ისწავლი.  გეცოდინებათ, რომ ეს რამზის ერთადერთი შოუ არ არის და საჭმელების კეთების პარალელურად შოუმენობაც არაჩვეულებრივად გამოსდის. ყოველ გადაცემაში გვიმტკიცებს რომ ჯანსაღი კვება სახლში მომზადებული საჭმლით არც ძნელია, არც ძვირი და არც უგემური.

1419140_700b

გორდონ რამზის, ყველა მზარეულის მსგავსად, თავისი წესები აქვს სამზარეულოში.  მისი წიგნები თუ წაგიკითხავთ, უკვე გეცოდინებათ რომ გემრიელი საჭმლის მომზადების მთავარ საიდუმლოდ ახალი და სეზონური პროდუქტების გამოყენება მიაჩნია. ეს კი მისი 10 რჩევა, რომლის გათვალისწინებაც ნამდვილად ღირს:

1. ბალანსი – ყველაფერი გაწონასწორებული უნდა იყოს: იდეა, ინგრედიენტები, მენიუ, ყველაფერი!

2. სანელებლები – უნდა გვახსოვდეს, რომ მხოლოდ ერთი პროდუქტია კერძში მთავარი, დანარჩენი კი მხოლოდ სანელებლებია, იქნება ეს წიწაკა, ყველი თუ შავი ტრიუფელი.

3. სიმარტივე – თქვენი იდეები უნდა იყოს ნათელი და ცხადი

4. ფერი – იზრუნეთ ფერთა გამის ბუნებრიობაზე.

5. პრეზენტაცია – მირთმეულმა კერძმა უნდა მოხიბლოს ადამიანი, კარგი წარდგენა აუცილებელია

6. კონტექსტი – უნდა იცოდეთ ვისთვის ამზადებთ და ეს გაითვალისწინოთ

7. პროდუქტებისა და ტექნოლოგიების შესაბამისობა – ანუ თევზი არ უნდა შევწვათ ჩიპსების მსგავსად და ა.შ.

8. სოუსი – კერძი სხეულია, სოუსი კი ტანსაცმელი

9. შემადგენლობა – შეეცადეთ ყოველთვის საუკეთესო პროდუქტები გამოიყენოთ, რადგან უხარისხო პროდუქტი ნებისმიერ კარგ იდეას გაგიფუჭებთ.

10.  დროულად შეჩერდით -ეს განსაკუთრებით ახალგაზრდა თავდაჯერებულ მზარეულებს ეხება

 

ძნელია არ დაეთანხმო,ასე არ არის?

 

 

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

One thought on “გორდონ რამზის 10 კულინარიული წესი

Leave a Reply

Top