გოგრის სუპი ქათმის ხორცით - ჯანსაღი, მარტივი, გემრიელი |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > <1 სთ > გოგრის სუპი ქათმის ხორცით – ჯანსაღი, მარტივი, გემრიელი

გოგრის სუპი ქათმის ხორცით – ჯანსაღი, მარტივი, გემრიელი

მართლაც, სხვა რა მოეთხოვება სუპს? სასარგებლო უნდა იყოს, მარტივი და რაც მთავარია – გემრიელი! უნდა გათბობდეს და განაყრებდეს. ეს სუპი სრულად პასუხობს წაყენებულ მოთხოვნებს და შესაბამისად, ყველაზე გემრიელი ბლოგის “ფურცლებზე” გამოჩენასაც :)

gogris supi

მაშ ასე, დავიწყოთ:

  • 400 გ გოგრა (გარჩეული)
  • 200 გ ქათმის ფილე
  • 1-2 კარტოფილი
  • ½ ჭიქა წითელი ოსპი
  • 1.5 ლ წყალი
  • 1 თავი ხახვი
  • დაფნის ფოთოლი
  • მარილი, პილპილი
  • ოხრახუში, ქონდარი
  • დაფშვნილი ყველი (აუცილებელი არ არის, მაგრამ უხდება)

ქათმის ფილე დავჭრათ მომცრო ნაჭრებად, ხახვი წვრილად. ქვაბში გავაცხელოთ. 2-3 ს.კ ზეთი და დავბრაწოთ ფილე, შემდეგ დავამატოთ ხახვი, ცეცხლს დავუწიოთ და მოვშუშოთ.

გოგრა და კარტოფილი  დავჭრათ მომცრო კუბებად და ჩავამატოთ ქვაბში. დავასხათ წყალი და წამოვადუღოთ.  ჩავყაროთ გარეცხილი ოსპი და დაფნის ფოთოლი. დავაფაროთ და ვხარშოთ  დაახლოებით 20 წუთი, ოსპისა და ბოსტნეულის სრულ დარბილებამდე. ბოლოს დავამატოთ მარილი, პილპილი, დაჭრილი ოხრახუში და ცოტა ქონდარი. თეფშზე გადმოღების შემდეგ სუპს მოაყარეთ თითო კოვზი დაფშვნილი, ნაკლებ მარილიანი ყველი. აქ ვიყენებ მექსიკურ ყველს queso fresco – ე.წ. ნედლი ყველია, არა გამომშრალი.

ბონ აპეწი და მომავალ რეცეპტამდე :)

 

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

One thought on “გოგრის სუპი ქათმის ხორცით – ჯანსაღი, მარტივი, გემრიელი

  1. New 310XT this spring, hmm…will the faceplate glass issue be fixed, I wonder. Holding off until I can find this has been addressed.Not a triathlete, just looking for some improved fitness on my eltpalical/mountiin bike/runs. Will probably just end up with the digifit product for the iphone and be done with it. Loved the idea of a vibration alert when I’m out of zone…

Leave a Reply

Top