თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ბოსტნეული > გოგრის არომატული კრემ-სუპი

გოგრის არომატული კრემ-სუპი

გოგრის სუპის იმ რეცეპტებიდან რაც მე მომიმზადებია ან გამისინჯავს, ეს ვარიანტი ყველაზე მეტად მომწონს.  განსაკუთრებით უხდება არომატული კრუტონები, რომელსაც ხშირად ვამზადებ წვნიანებთან მისაყოლებლად. თუ დაინტერესდებით, რეცეპტისთვის ამ ბმულზე დააწკაპუნეთ.

gogris sup

გაფცქვნილი, გარჩეული გოგრა – 850-900 გ

კარტოფილი -1 ცალი, მოზრდილი

ხახვი – 1 დიდი თავი

ნიორი-2 კბილი

ბეკონი – 3-4  ფირფიტა

გოგრის თესლები – 1 მუჭა

წითელი წიწაკა (ჩილი ან ბულგარული) – ½  ან 1 მთლიანი, ზომის მიხედვით

პამიდორი – 1 ცალი (ან 1 კოვზი ტომატ-პასტა, ცოტა წყალშ გახსნილი)

ზეითუნის ზეთი

მარილი

შავი პილპილი

წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი მსუბუქად შევბრაწოთ დაჭრილ ბეკონთან ერთად. დავამატოთ წიწაკაც.

რამდენიმე წუთში ჩავამატოთ კუბებად დაჭრილი გოგრა და კარტოფილი, დავასხათ წყალი, ისე რომ ბოსტნეულს არ ფარავდეს (დაახლოებით 700-800 მლ)   თუ  ტომატ პასტას დავამატებთ, შეგვიძლია ამ ეტაპზევე დავამატოთ, ხოლო პამიდორი ხარშვის ბოლოს, ცოტა ხნით ადრე, დაჭრილი და თესლებგამოცლილი.

როცა გოგრა და კარტოფილი დარბილდება, სუპი მზადაა. დავაბლენდეროთ და დავამატოთ ცოტა მუსკატი, გახეხილი, მარილი და ახალდაფქული შავი პილპილი.

თეფშზე გადმოღებისას  დავამატოთ მოხალული გოგრის გულები.

სასურველია წვნიანს დავურთოთ არომატული კრუტონები – ღუმელში დაბრაწული პურის ნაჭრები ზეითუნის ზეთით, ნივრის, წიწაკის და ქონდრის(ან ორეგანოს) არომატით

 

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

2 thoughts on “გოგრის არომატული კრემ-სუპი

  1. გოგრის სუპი არ მქონდა გასინჯული და ამ რეცეპტით მოვამზადე.ძალიან მომეწონა,უგემრიელესია.მადლობა .ნინო ვანილის ჩხირი,ვანილის ექსტრაქტი,ვანილის ესენცია,ვანილის წვეთები,ვანილის შაქარი,ვანილის ფხვნილი(ეს პატარა პაკეტებში რო ვანილი იყიდება ისაა ხოო??) თბილისში სად იყიდება ესენი???. ასევე ყველი ფილადელფია,მასკარპონე,როზმარინი თბილისში სად იყიდება??. ბოდიში და ძალიან დიდი მადლობა.. :* <3

    1. დიდი მადლობა ანუკი :) შეკითხვას რაც შეეხება:
      1. ვანილის ჩხირი ერთადერთი ნამდვილი ვანილია. იყიდება სუპერმარკეტებშიც და პასაჟის სუნელების კაცთან. ამ ჩხირზე სპირტის დამატებით კეთდება ვანილის ექსტრაქტი, მუქი ფერის სითხე, მე ჯორჯიტაში ვიყიდე.ეგეც კარგია და ფასი ორივესი მაღალია დანარჩენებთან შედარებით.ვანილის კრისტალები სინთეტიკურია და ასე ვტქვათ იაფი ვანილია, ვანილინი.შაქრიანიც და უშაქროც არის ნებისმიერ მაღაზიაი.
      2. როზმარინი იყიდება ცოცხლად ბუჩქები, მცენარეების მაღაზიებში ან ბაზარში მოიკითხეთ, მე ვიყიდე გარდენიაში.
      3. მასკარპონე არის გუდვილი-მარშე-კარფურში, ფილადელფია ზუსტად არ ვიცი, აქ უნდა იკითხოთ ეგეც

Leave a Reply

Top