თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > 1-2 სთ > გოგრის კექსი სანელებლებით

გოგრის კექსი სანელებლებით

გოგრას ამერიკელები ძალიან აფასებენ და მისგან უამრავ რამეს ამზადებენ. ოქტომბრიდან მოყოლებული ყველა ბაზარსა თუ მაღაზიაში უამრავს შეხვდებით.  მეც “ავყევი ფეხის ხმას” და ამ ბოლო დროს ხშირად ვყიდულობ.  ნელ-ნელა ყველა საინტერესო რეცეპტს გაგიზიარებთ, დღეს კი გოგრის კექსით დავიწყებ. აქ გოგრის კექსები ძალიან უყვართ.

gogris keqsi

 

  • 180 გ გოგრა
  • 2 კვერცხი
  • 110 გ შაქარი
  • ½ ჩ.კ დაფქული კარდამონი
  • 2/3 ჩ.კ დარიჩინი
  • 2 ჩ.კ ფორთოხლის ცედრა
  • ½ ფორთოხლის წვენი (დანარჩენი მინანქრისთვის შევინახოთ)
  • ½ ჭიქა ზეთი
  • ½ ჭიქა რძე
  • 1ჩ.კ სოდა
  • მწიკვი მარილი
  • 40 გ დაჭრილი ნიგოზი
  • 280 გ ფქვილი

გოგრა წვრილად გავხეხოთ. ფორთოხალს ავახეხოთ ცედრა. ავთქვიფოთ შაქარი და კვერცხი, შევურიოთ ზეთი, რძე, მარილი და სანელებლები.  ჩავასხათ ნახევარი ფორთოხლის წვენი და დავამატოთ ცედრაც. შევურიოთ ფქვილი და სოდა, ბოლოს კი გახეხილი გოგრა.

მიღებული ცომი გადავიტანოთ კექსის ფორმაში და გამოვაცხოთ დაახლოებით 45 წუთი 180 გრადუსზე. კექსი გავაგრილოთ და მოვასხათ მინანქარი

მინანქრისთვის: დარჩენილ ფორთოხლის წვენს, დაახლოებით 2-4 უფრის კოვზს, ნელ-ნელა ვამატოთ შაქრის პუდრა და ჩანგლით ვურიოთ. თუ სქელი მინანქარი გვსურს, მეტ პუდრას შევურევთ, თუ უფერული, მხოლოდ სიპრიალისთვის და გემოსთვის, ნაკლებ პუდრა. მოვასხათ გაგრილებულ  კექსს და ვაცალოთ გაშრობა.

pumpkin cake

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

Leave a Reply

Top