თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > დესერტი > გოგრის ფუნთუშები

გოგრის ფუნთუშები

რამდენი გემრიელი რამის მომზადება შეიძლება გოგრით: პური, წვნიანი, ნამცხვარი, ფუნთუშები, რაგუ, რიზოტო…  გეცოდინებათ ძალიან სასარგებლო რომაა, მაგრამ  ცარიელი გოგრის ჭამა ხანდახან მოსაწყენი ხდება.  დღეს ძალიან გემრიელი ფუნთუშების რეცეპტს გაგიზიარებთ, რომელიც გოგრის უტილიზაციის მიზნით მოვამზადე. თუ კალორიებს არ ებრძვით, მაშინ აუცილებლად სცადეთ :)

gogris funtusha

200 გ ნაღები 35%

1 კვერცხი

1 ფორთოხლის ცედრა

1.5 ჩ.კ. საფუარი

80-100 გ  შაქარი

550 გ მოხარშული ან შემწვარი გოგრის პიურე

¼ ჩ.კ. მუსკატი

½ ჩ.კ. დარიჩინი

ვანილი

580 გ ფქვილი

ასევე ყავისფერი შაქრისა და დარიჩინის ნარევი ფუნთუშების ამოსავლებად.

 

თუ მაღალპროცენტიანი ნაღები არ გაქვთ, ჩაანაცვლეთ დაბალპროცენტიანი ნაღებით, ან რძით . რომელსაც კარაქს დაამატებთ (150 მლ+50გ)

შევათბოთ ნაღები, დავამატოთ საფუარი, შაქარი, კვერცხი, სანელებლები და ბოლოს გოგრა. შემდეგ შევაზილოთ ფქვილი. დავდგათ სითბოში ასაფუებლად (ან მაცივარში მტელი ღამით)

აფუებული ცომი გადმოვიღოთ ფქვილიან დაფაზე, გავაბრტყელოთ დაახლოებით 4-5 სმ-ის სისქეზე და გამოვჭრათ სპეციალური საჭრელით ან ორი სხვადასხვა ზომის ჭიქით (ან თუნდაც ერთით)  დავტოვოთ 15-იოდე წუთი, რათა ხელახლა ამოფუვდეს, შემდეგ კი შევწვათ ცხელ ზეთში.

ცხელივე ამოვავლოთ შაქრისა და დარიჩინის ნარევში. ეს განსაკუთრებულ არომატს მატებს.

გემრიელად მიირთვით :)

 

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

Leave a Reply

Top