თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ბოსტნეული > გოგრის და ბროკოლის კრემ-სუპი

გოგრის და ბროკოლის კრემ-სუპი

ვიფიქრე რომ ახალი წლის “ჭამა-სმა დიდად შესარგი”-ს შემდეგ, რამე მსუბუქი წვნიანი არ იქნებოდა ურიგო. ამისთვის მოვხარშე ის გოგრა რომლის მოხარშვაც ახალ წელს დამეზარა (თან სად იყო მაგის ადგილი) და ასევე მაცივრის შიგთავსის გადახედვისას ბროკოლის ერთი თავიც აღმოვაჩინე. :D

დაგჭირდებათ: 

4-5 საშუალო ნაჭერი მოხარშული გოგრა

1 თავი ბროკოლი

4 კბილი ნიორი

1 თავი ხახვი

400 გრამი პომიდორის წვენი (ან უბრალოდ გახეხილი პომიდორი)

400 გრამი წყალი (კრემისებრი მასის მიღებამდე)

ბეგქონდარა და მარილი გემოვნებით

როგორ მოვამზადოთ: 

პირველ რიგში ზეთისხილის ზეთში მოშუშეთ ხახვი, ოდნავ რომ შერბილდება ჩაყარეთ დაჭრილი ნიორი, ბეგქონდარა და მოხარშული გოგრის გული, კოვზით სრისეთ და განაგრძეთ შუშვა დაბალ ცეცხლზე, შემდეგ დაასხით ტომატის ცვენი, და წინასწარ მოხარშული დაჭრილი ბროკოლი. ეს ყველაფერი დააბლენდერეთ ხელის ბლენდერით, კრემისებრი მასის მიღებამდე.  იდუღოს დაახლოებით 5-10 წუთი, თან პერიოდულად მოურიეთ, ბოლოს შეაზავეთ მარილით.

 

კრემ-სუპს ძალიან უხდება კრუტონები, შეგიძლიათ თავადაც მოამზადოთ, თეთრი ან შავი პური დაჭერით პატარა კუბიკებად , გააცხელეთ ტაფა, ჩაასხით ორი ჩაის კოვზი ზეთისხილის ზეთი, ცოტა მარილი, შეგიძლიათ ნიორიც და ჩაყარეთ დაჭრილი კუბიკები. ხალეთ ნელ ცეცხლზე.

kremsupi

 

კომენტარები

კომენტარი

Tamara Mirianashvili
თამარა არის Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, პროფესიონალი ფოტოგრაფი, მთარგმნელი (ინგლისური ენის სპეციალისტი) და ბლოგერი.
http://odelia.ge

Leave a Reply

Top