თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > <1 სთ > სტაფილოს ფლავი ჯანჯაფილით

სტაფილოს ფლავი ჯანჯაფილით

სტაფილოს ფლავის გაკეთება ყველამ იცის, ასე მგონია. რა უნდა: სტაფილო, ბრინჯი, ზეთი, მარილი და შავი პილპილი.

თუმცა ეს მარტივი რეცეპტიც კი შეიძლება გახდეს კიდევ უკეთესი თუ… დაფქულ ჯანჯაფილსა და ცოდა დარიჩინს დაუმატებ :)

დაგჭირდებათ:

– სტაფილო 4-5 ც

– ბრინჯი (ორთქლში გამოყვანილი) – 400 გრBoSch MuM

– ზეთი – 50 გრამი

– მარილი, შავი პილპილი, ჯანჯაფილი, დარიჩინი, შაქარი

მომზადება:

 

(1) მარილწყალში მოსახარშად დაადგით ბრინჯი, სასურველია იყიდოთ მაღალი ხარისხის ან ორთქლში გამოყვანილი, რომ არ ჩაიშალოს.

(2) სანამ ბრინჯი იხარშება, მსხვილ სახეხზე დახეხეთ სტაფილო და მომინანქრებულ ქვაბში, 50 გრამ ზეთში მოშუშეთ, საშუალო ცეცხლზე. შუშვის პროცესში მოაყარეთ ნახევარი ჩაის კოვზი შაქარი, 1 კოვზი ჯანჯაფილი და დანის წვერით დარიჩინი.

(3) მოხარშული ბრინჯი გადაწურეთ, თუ საჭიროდ ჩათვლით წყალი გადაავლეთ და ჩაუშვით სტაფილოიან ქვაბში.

(4) მოაყარეთ მარილი და ახალდაფქული შავი პილპილი გემოვნებით.
stafilos-flavi2

პ.ს. ამ ფოტოზე შავი პილპილი თუ ვერ შენიშნეთ, არ გაგიკვირდეთ. არ მქონდა და წითელი წიწაკა მოვაყარე. მინდა გითხრათ, რომ ესეც მშვენიერი იყო, მაგრამ მაინც შავი ჯობია.

stafilos-flavi1

კომენტარები

კომენტარი

Ekateriné O Niani @ Ratatui.Me
ბლოგ რატატუისა და Ratatui Food & Media-ს დამფუძნებელი. იურისტი, პერსონალური, თემატური და კორპორატიული ბლოგინგისა და სოცმედიამარკეტინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. მოყვარული ფოტოგრაფი.
http://katiee.ge

Leave a Reply

Top