თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > დესერტი > გერმანული საშობაო შტოლენი

გერმანული საშობაო შტოლენი


ეს გემრიელი და არომატული საშობაო ნამცხვარი ნამდვილად დაიმსახურებს თქვენს მოწონებას, მაგრამ მომზადებისას, გაითვალისწინეთ, რომ შობამდე2-3 კვირით ადრე უნდა გამოაცხოთ და შეფუთული შეინახოთ

მასალა:


• 4ჭ ფქვილი
• 1 ჭ რძე
• 3/4 ჭ შაქარი
• 250-300 გ კარაქი
• 2 კვერცხი
• 1/3 ჩ.კ დაფქული კარდამონი,
• 1/3 ჩ.კ კოჭა (ginger)
• 1/3 ჩ.კ დარიჩინი
• ვანილი, მწიკვი მარილი
• 6 ს.კ ვისკი, კონიაკი ან რომი, სურვილისამებრ
• 3ჩ.კ მშრალი საფუარი
• 300 გრ ქიშმიში(თეთრიც და მუქიც)
• 1 ლიმონის ცედრა
• 100-150 გ ფორთოხლის ცუკატები (დაშაქრული ქერქი)
• 50 გ კანგაცლილი ნუში (სურვილისამებრ)

ცხობის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, დაასხით ქიშმიშს ვისკი.
ნუში დაჭერით მსხვილად. გაათბეთ რძე და კარაქი ერთად. ძალიან ნუ გააცხელებთ, მაგრამ კარაქი უნდა გადნეს. გახსენით მასში საფუარი და კვერცხები, ასევე სანელებლები და შაქარი. ამ მასას დაამატეთ გაცრილი ფქვილი (შესაძლოა ოდნავ მეტი ან ნაკლები დასჭირდეს, ამიტომ ფქვილი ნაწილ-ნაწილ დაამატეთ) მოზილეთ ცომი, ის უნდა იყოს რბილი, მაგრამ ელასტიური და ხელებზე არ უნდა გეწებებოდეთ.

ბოლო ეტაპზე ჩაამატეთ ქიშმიში ვისკიანად, ცედრა, ნუში და ფორთოხლის ცუკატები. თუ ცუკატები არ გაქვთ ფორთოხლის ცედრა შეგიძლიათ ჩაახეხოთ დაახლოებით 4 ჩ/კ . კარგად გადაზილეთ და დადგით გასაფუებლად. რომ გაფუვდება მსუბუქად ჩაზილეთ, მეორედ ამოფუებული ცომი ორად გაყავით, მიეცით მოგრძო ბატონის ფორმა და ქაღალდჩაფენილ ყალიბზე დაალაგეთ.გადააფარეთ პირსახოცი და დადგით სითბოში 30 წთ. უმჯობესია საცხობი ყალიბი გვერდებიანი იყოს, რადგად ცომი ცხობისას სიგანეში მიდის და ძალიან რომ არ გაბრტყელდეს.

გამოაცხვეთ 200 გრადუსზე 15 წთ, შემდეგ კი დაუწიეთ ტემპერატურას 170 გრადუსზე, თავზე გადააფარე ფოლგა და ასე დაასრულეთ ცხობა. ცხელსვე გადაუსვით კარაქი ყველა მხრიდან და უხვად მოაყარეთ შაქრის პუდრა. ხოლო გაციებული შეფუთეთ ჯერ საცხობ ქაღალდში, ზემოდან კი საკვებ ცელოფანში გაახვიეთ და მშრალ, გრილ ადგილას შეინახეთ შობამდე 2-3 კვირა.

ეს შტოლენი გასულ შობას გავაკეთე პირველად. თან ეჭვი არ მასვენებდა: ვაითუ დაობდეს ან გამოხმეს? ერთი პატარა ნაწილი ახალგამომცხვარი გავსინჯე. დანარჩენი შევფუთე და შევინახე. შობას გავჭერი :) იყო საოცრად არომატული, ძალიან, ძალიან გემრიელი. ახალი წლის საკვებისგან გადაღლილ კუჭს ნამდვილ სიამოვნებას მიანიჭებთ 1 ნაჭერი შტოლენით და ლიმონიანი ცხელი ჩაით.

გემრიელად მიირთვით :)


კომენტარები

კომენტარი

9 thoughts on “გერმანული საშობაო შტოლენი

  1. შენახვის წესები დამიწერეთ რა დაჭვრილებით,რაში გავახვიო და რა თემპერატურაზე ინახება,მადლობა წინასწარ

  2. გაციებული შეფუთეთ ჯერ საცხობ ქაღალდში, ზემოდან კი საკვებ ცელოფანში გაახვიეთ და მშრალ, გრილ ადგილას (კარადაში, მაგალითად)შეინახეთ შობამდე 2-3 კვირა.

  3. საცხობი ქაღალდი რა, ცხვება?საკვები ცელოფანი რა, იჭმევა? :(სად ვიშოვო ესენი? გასაგებად ვერ ამიხსნით? :) თუ ქაღალდი და ცელოფანიც წავა, ჩვეულებრივი?

  4. საცხობი ქაღალდი იგივე ''კალკა'', საკვებ ცელოფანში იგულისხმება თხელი ცელოფნის რულონი, რომელშიც ახვევენ საკვებს, ან ზემოდან აკრავენ ხოლმე. იყიდება იქ სადაც საერთოდ კულინარიულ აქსესუარებსა და ინვენტარს ყიდიან, ასევე, ფოლგა სადაც დევს ხოლმე მარკეტებში, გვერდით ესენიც ულაგია. საკვები ცელოფანი ასე გამოიყურება :) https://www.google.com/search?q=film+alimentaire&hl=en&rlz=1G1SVECCENFR419&prmd=imvnsfd&source=lnms&tbm=isch&ei=ieHoTsSSLMTpOZ2d3csE&sa=X&oi=mode_link&ct=mode&cd=2&sqi=2&ved=0CAsQ_AUoAQ&biw=1138&bih=535საცხობი ქაღალდი კი ასე https://www.google.com/search?q=film+alimentaire&hl=en&rlz=1G1SVECCENFR419&prmd=imvnsfd&source=lnms&tbm=isch&ei=ieHoTsSSLMTpOZ2d3csE&sa=X&oi=mode_link&ct=mode&cd=2&sqi=2&ved=0CAsQ_AUoAQ&biw=1138&bih=535#hl=en&rlz=1G1SVECCENFR419&tbm=isch&sa=1&q=papier+sulfuris%C3%A9&pbx=1&oq=papier+&aq=7&aqi=g10&aql=&gs_sm=c&gs_upl=67761l75109l0l78534l20l20l3l7l0l0l456l2935l2-6.3.1l10l0&bav=on.2,or.r_gc.r_pw.r_cp.,cf.osb&fp=c4ee279dcbee71ab&biw=1138&bih=535

  5. მადლობა, ნინო! :)მინახია ეგეთი ქაღალდები და ფოლგაც…ამოვაპრინტერე და ვნახოთ, თუ არ დამეზარა… ;)

  6. გუშინ, 2 იანვარს გამოვაცხე (მოვაბი თავი, როგორც იქნა), ერთი ბატონივით გამოვაცხე და დარჩენილი პატარა ყალიბებში. ერთი მაგიდაზე დამივარდა და კენჭივით იყო :) დალბება 2 კვირაში ვითომ?

  7. საერთოდ ახალ გამომცხვარი რბილია ძალიან, ჩვეულებრივი კექსივით, მერე შედარებით მკვრივი და მშრალი ხდება, მაგრამ არომატი უმძაფრდება.თხელ ნაჭრებად უნდა დაიჭრას, თუ უკვე კენჭივით არის, არ ვიცი ნამდვილად შეფუთვა და შენახვა უშველის თუ არა :( დეკემბრის ბოლოს გამოვაცხე და თბილისში რომ დავბრუნდები დავტესტავ:) იმედია 3-4 კვირიანი შენახვა უკეთესს გახდის…

  8. და გაკეთებისთაავე რომ შეიჩამოს რა მოხდება? რა უნდა ელოდო 3 კვირა? როგორია ახალგაკეთებული? გაგისინჯიათ?

  9. რა უნდა მოხდეს, არც არაფერი :) უბრალოდ სხვანაირად გემრიელდება, რათქმა უნდა გამისინჯავს, პატარა ფორმაში გამოვაცხე და იმავე დღეს დავაგემოვნე, ნაწილი მეორე დღეს და ა.შ :დდდ მაგრამ 2 კვირა საუკეთესო შედეგისთვის მართლაც საჭიროა, ისე კი როგორც მოგიხერხდებათ :)

Leave a Reply

Top