გახდი სანტა! |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Uncategorized > გახდი სანტა!

გახდი სანტა!

საახალწლო აქცია პირველ რიგში ფასდაკლების აქციასთან ასოცირდება. ყველას გვინდა, მომხიბვლელ ფასად შევიძინოთ რაღაც და შობის და ახალი წლის პერიოდსაც სუმოუთქმელად ველით. თუმცა აქციები სხვაგვარიც არსებობს, როცა სარგებელს საახალწლოდ ჩვენ კი არ ვიღებთ, არამედ – გავცემთ. სრულიად უცნობი ადამიანებისთვის.

ახალ წელს სულმოუთქმელად ელიან ისინი, ვისაც ფული არ აქვს, განსაკუთრებით კი ბავშვები, რომლებსაც თოვლის ბაბუის გულწრფელად სჯერათ და ელიან, რომ მთელი წლის მანძილზე ნანატრ საჩუქარს, თეთრნაბდიანი თოვლის ბაბუა ან წითელ ტანსაცმელში გამოწყობილი, ღიპიანი კეთილი სანტა კლაუსი მიუტანს.

ამასწინათ კარფურში შევიარე და საახალწლო ნაძვის უფრო სწორად – სურვილების ხე დავინახე. სათამაშოებთან ერთად ხეს სურვილების ბარათები ჰკიდია, შეგიძლია აირჩიო და რომელიმე ბავშვს სურვილი აუსრულო. აქცია კოკა-კოლას წამოუწყია და “მე მჯერა შენი” ეწოდება. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს და ვიღაც საახალწლოდ ძალიან გაახაროს.

ვფიქრობ, ძალიან კარგია, რომ კომპანიები ფიქრობენ ქველმოქმედებაზე და განსაკუთრებით, საზოგადოების ჩართულობით ქველმოქმედების ორგანიზებაზე.

რატომღაც, ადამიანთა უმრავლესობა მდიდარ კომპანიებს ან სახელმწიფოს შესცქერის და მხოლოდ მათგან ელოდება გაჭირვებულთა დახმარებას, თითქოს მხოლოდ ისინი არიან პასუხისმგებელი ყველაფერზე და ჩვენ არაფერი შეგვიძლია, თუნდაც ცოტა. არადა, შეგვიძლია. თითოეულმა ჩვენგანმა რომ თითო სიკეთე გააკეთოს და ვთქვათ, ერთი პატარა საჩუქარი აჩუქოს ახალ წელს უცნობ ბავშვს, ერთი კი არა, უკვე 10, 100 და 1000 საჩუქარი გამოვა და ეს ხომ ცოტა არ არის ? :) ხანდახან კარგი საქმის გაკეთება არც ისე რთულია, მაგრამ კარგად ორგანიზება სჭირდება. ამ შემთხვევაში ეს კოკა-კოლამ გააკეთა, რაც პირადად ჩემში სანდოობას უდრის, რომ საჩუქრები ადრესატებამდე მივა :)

ფბ-ზე ვნახე, რომ აქციაში უკვე 300-ზე მეტი ადამიანი ყოფილა ჩართული, ცუდი ნამდვილად არ არის. ერთი ბარათი მეც ძალიან მომეწონა და გულით მინდოდა, ბეწვიანი ფუმფულა სათამაშო კატა მეყიდა, მაგრამ იმ ჯერზე ძალიან მეჩქარებოდა და ვერ მოვახერხე. იმედი მაქვს, სანამ აქცია დასრულდება, მოვასწრებ შევლას, ოღონდ ფუმფულა სათამაშო კატა რომ არ ვიცი, სად იყიდება? :D თუ მირჩევთ, გამიხარდება :)

1454465_10200739117274987_9099362_n

1479822_10200739117314988_381496901_n

967596_10200739117394990_628176307_n

1485016_10200739117354989_154108652_n

კომენტარები

კომენტარი

ინგრედიენტები:
Ekateriné O Niani @ Ratatui.Me
ბლოგ რატატუისა და Ratatui Food & Media-ს დამფუძნებელი. იურისტი, პერსონალური, თემატური და კორპორატიული ბლოგინგისა და სოცმედიამარკეტინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. მოყვარული ფოტოგრაფი.
http://katiee.ge

3 thoughts on “გახდი სანტა!

Leave a Reply

Top