თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > სად რა ვჭამოთ > განახლებული ჭურჭლის კარადა

განახლებული ჭურჭლის კარადა

რამდენიმე თვის წინ, ვიდრე აღმაშენებლის გამზირის ამ ნაწილში ხარაჩოებს გამართავდნენ, ერთი მაღაზია შევნიშნე, სადაც ბევრი სხვადასხვა ფერისა თუ ფორმის ჭურჭელი და სხვა მრავალი საოჯახო წვრილმანი იყიდებოდა; ვერ გეტყვით, რომ დიდებული ხარისხის, მაგრამ რაც არის, იმასთან შედარებით ფასი სავსებით ხელმისაწვდომია.
პერიოდულად, წვრილმან რაღაცეებს ვყიდულობ ხოლმე სამზარეულოსთვის, თუმცა დღეს ვიფიქრე სხვადასხვა ფერადი და ლამაზი ფორმის ჭურჭლით გადამეხალისებინა ჩემი ჭურჭლის კარადა.
პირველ რიგში, ისევ ეს თურქული მაღაზია გამახსენდა ხელმისაწვდომი ფასებით.
მაღაზიას ჰქვია “IYA” (როგორც იქვე მითხრეს) და აღმაშენებლის 76 ნომერში მდებარეობს.

რა შევიძინე:
ორი სატყემლე და ერთი ქილა (ძმრისთვის ან ზეთისხილის ზეთისთვის)

ორი ჯამი (ყვითელი & თეთრი) და 6 წითელი მოოთხკუთხედო თეფში :)

ორი სამწვადე (თუმცა სასალათედაც გამოდგება ან ნებისმიერი რამისთვის)

ამ ყველაფერში სულ გადავიხადე 56 ლარი.

სხვა ფოტოები მაღაზიიდან:

თურქეთისთვის დამახასიათებელი ჩაის კომპლექტი

და სხვა უამრავი საინტერესო ნივთი :)

რამდენიმე დღის წინ კი, ქართული წიფელასგან დამზადებული ეს ხის დაფა აღმოვაჩინე და შევიძინე დიდი დიღომის გუდვილში, განსაკუთრებული ამ დაფაში, გარდა იმისა რომ ლამაზი ფოთოლია, არის ის, რომ დამზადებულია სოციალური თერაპიის სახლის სადურგლო სახელოსნოში მომუშავე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიერ. დაფის ეტიკეტი ასევე მამცნობს, რომ შემოსული თანხა მოხმარდება ამ ადამიანთა საჭიროებებს.
ასევე დავგეგმე ხის სადგარის და დიდი დაფის შეძენა, ძალიან საინტერესო ნაკეთობები აქვთ მართლაც :)

http://www.apnsc.ge/

კომენტარები

კომენტარი

Leave a Reply

Top