თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ბოსტნეული > ღუმელში გამომცხვარი კარტოფილი

ღუმელში გამომცხვარი კარტოფილი

ძალიან ძალიან მარტივია და ინტერპრეტაციის უამრავ საშუალებას იძლევა. ყოველი მომზადებისას შეგიძლიათ  სუნელები თქვენი გემოვნებით ცვალოთ, რაღაც დაამატოთ, რაღაც გამოაკლოთ…

baked potato

1 კგ კარტოფილი

ზეითუნის ზეთი

წითელი წიწაკა

ნედლი როზმარინის 2-3 ტოტი

ორეგანო

მარილი

პილპილი

 

შევარჩიოთ თანაბარი ზომის მომცრო კარტოფილები და მოვხარშოთ კანიანად. შემდეგ გავფცვნათ და ჩავალაგოთ ცხიმ წასმულ ტაფაში. მსუბუქად დავაწვეთ თითოეულს კარტოფილის საჭყლეტით, შემდეგ კი მოვასხათ ზეითუნის ზეთი და მოვაყაროთ სუნელები. როზმარინის ტოტი დავანაწევროთ და მოვაყაროთ.

secvamde

შევდგათ  200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და დავბრაწოთ დაახლოებით 20-30 წუთის განმავლობაში.

გემრიელია გარნირად ხორცთან და ფრინველთან, ასევე დამოუკიდებელ კერძად სხვადასხვა მწვანე სალათთან ერთად

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

Leave a Reply

Top