თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ცომეული > ფუნთუშები ხაჭოთი და ზეთისხილით

ფუნთუშები ხაჭოთი და ზეთისხილით

ყველას მოგესალმებით :)  სწავლის დაწყების გამო, რამდენიმე დღე ბლოგისთვის ვეღარ მოვიცალე, მაგრამ ახლა ისევ აქ ვარ და თან შევეცადე რეცეპტიც  სკოლის თემასთან ახლოს ყოფილიყო. რას ვგულისხმობ და კვებას სკოლაში. ხომ იცით ეს როგორი მნიშვნელოვანი და მტკივნეული საკითხია.  ამიტომ გადავწყვიტე დღეს ამ ფუნთუშების თქვენთვის გაზიარება, შეგიძლიათ წინა საღამოს გამოაცხოთ, მეორე დღეს კი გაატანოთ ბავშვებს სკოლაში, წაიღოთ სამსახურში წასახემსებლად, ან შაბათ-კვირას, სასეირნოდ წასულებმა (ისეთი ბრწყინვალე ამინდებია!)  გაიყოლოთ რამდენიმე ცალი

დღევანდელი ფუნთუშები ძალიან ორიგინალური გემოთი გამოირჩევა, ხაჭო, ზეთისხილი, ბაზილიკი და ნიგოზი ერთად როგორ წარმოგიდგენიათ?  :)   ბაზილიკის ჩანაცვლება ალბათ რეჰანითაც შეიძლება, ან ხმელი ბაზილიკით.

olive-funt

ცომი

300 გ ფქვილი

1ჩ.კ. მარილი

125 მლ თბილი წყალი

1 ჩ.კ. მშრალი საფუარი (ან 20 გ ცოცხალი საფუარი)

1 ჩ.კ შაქარი

1 კვერცხი

5 ს.კ ზეითუნის ზეთი

შიგთავსი:

200 გ ხაჭო (შესაძლებელია ყველთან გაზავება)

100 გ ნუში ან ნიგოზი, დაჭრილი

100 გ დაჭრილი ზეთისხილი

პატარა კონა ბაზილიკი, ფოთლები

1 კბილი ნიორი

1 კვერცხი

მარილი, პილპილი

1 კვერცხი ზემოდან წასასმელად.

 

საფუარი გავხსნათ წყალში და დავდგათ 15-20 წთ. ფქვილი გავცრათ, დავამატოთ მარილი, შაქარი, ზეთი, კვერცხი და საფუვრიანი მასა. მოვზილოთ ცომი. მზადაა, როცა ხელებზე აღარ მოგვეკრობა. დავდგათ თბილ ადგილას გასაფუებლად. ცომი უნდა გასამმაგდეს.

მოვამზადოთ შიგთავსი: ყველა ინგრედიენტი ავურიოთ ერთმანეთში. გემოვნებით დავამატოთ მარილი და პილპილი.

ცომი გავაბრტყელოთ ოთხკუთხედად, გადავუსვათ შიგთავსი და რულეტივით გადავახვიოთ. ბასრი დანით დავჭრათ და დავალაგოთ ქაღალდჩაფენილ, ცხიმწასმულ ფორმაში. 20-30 წთ დავტოვოთ სითბოში, ხელახლა რომ ამოფუვდება, გადავუსვათ ფუნჯით კვერცხი და შევდგათ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, დაახლოებით 20-30 წთ , დამოკიდებულია თქვენს ღუმელზე.  ზემოდანაც რომ შეოქროსფრდება, მზადაა.

გამოდის დაახლოებით 25 საშუალო ზომის ფუნთუშა.

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

3 thoughts on “ფუნთუშები ხაჭოთი და ზეთისხილით

  1. ძალიან გემრიელად გამოიყურება.ნინი იქნებ რაიმე ტკბილ შიქთავსიანიც შემოგვთავაზო.მე ვნახე რაგაც მზგავსი მიხაკი და ქიშმიშით.მაგრამ თქვენ გამოცდილებას უფრო ვენდობი.იქნებ კიდე დაგვეხმარო დილის საუზმეებთან.რაც ბავშვისთვის დილით წასვლამდე სკოლა იქნება თუ ბაღი საინტერესო იქნება.ჩემ პატარას დილის საუზმე არ უყვარს ამიტო სულ ვფიქროვ რა შეიძლება რო მოვუმზადო.იქნებ დამეხმაროთ.ალბად ბევრს დაინტერესებს.
    ფუნთუშების თემა ნამდვილად საინტერესოა
    მადლობთ

    1. დიდი მადლობა სოფო :) თუ ასეთი შიგთავსი არ მოსწონთ ბავშვებს, შეგიძლიათ ბეკონის ან თხლად დაჭრილი ძეხვის ფირფიტები დააფინოთ ცომზე, პამიდვრის სოუსიც მოუსვათ, ძალიან კარგი გამოდის, ტკბილის შემთხვევაში შეიძლება ქიშმიში და ნიგოზი გამოიყენოთ ცოტაოდენ დარიჩინთან ერთად, აი, როგორც აქ, მაგალითად http://ratatui.me/2011/05/25/%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A9%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A4%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/

  2. დიდი მადლობა ნინი.გაიხარე დალიან დამეხმარე

Leave a Reply

Top