ფუნთუშები მოცვით |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > 1-2 სთ > ფუნთუშები მოცვით

ფუნთუშები მოცვით

ასეთ სიცხეში ღუმელის ჩართვა ალბათ ბევრ თქვენგანს დაეზარება, მაგრამ მაინც გაგიზიარებთ ამ უგემრიელესი ფუნთუშების  რეცეპტს. მოცხარის მურაბა მქონდა შემორჩენილი ერთი ქილა და მისი გამოყენება მინდოდა. ვიფიქრე, რომ ფუნთუშებს მოუხდებოდა მოცხარის არომატი და არც შევმცდარვარ :)  ცოცხალი მოცხარით კიდევ უფრო უკეთესი იქნებოდა ალბათ…

აი, ასე გამოიყურება ჩემი ფუნთუშა:

ghdfd

  • 200 გ რძე
  • 50 გ გამდნარი კარაქი
  • 100 გ შაქარი
  • 2 კვერცხი
  • 470 გ ფქვილი
  • მარილი
  • ვანილი
  • 1 ჩ.კ საფუარი
  •  200 გ შავი მოცხარის ან სხვა სასურველი მურაბა

თბილ რძეში გავხსნათ საფუარი და ვადროვოთ 10 წუთი. შემდეგ შევურიოთ შაქარი და კვერცხი, მარილი და ვანილი. დავამატოთ კარაქი და შევაზილოთ ფქვილი. მოვზილოთ ცომი და დავდგათ სითბოში გასაფუებლად.

შემდეგ აფუებული ცომი გავაბრტყელოთ ფქვილიან დაფაზე, მივცეთ ოთხკუთხა ფორმა. წავუსვათ მურაბა და რულეტივით გადავახვიოთ. დავჭრათ 2-3 სმ სისქის ნაჭრებად და დავალაგოთ ქაღალდდაფენილ ტაფაზე. ვაცალოთ  20 წუთი ხელახლა ამოფუება. ზემოდან გადავუსვათ 1 კვერცხის გული და მოვაყაროთ ნუში (აუცილებელი არ არის). გამოვაცხოთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.

მურაბის ნაცვლად შეგვიძლია გამოვიყენოთ ცოცხალი ხილიც.  ამ შემთხვევაში მოცხარი მსუბუქად დავსრისოთ, ცოტა შაქარი მოვაყაროთ (შეგვიძლია 1 ჩ.კ სახამებელიც დავამატოთ) და წამოვადუღოთ.

მოცხარის გარდა, ვცადე ცოცხალი მარწყვითაც: უბრალოდ დაჭრილი მარწყვი გამოვიყენე ცოტაოდენ შაქართან ერთად. გულწრფელად რომ გითხრათ, მოცხარს უფრო მკვეთრი არომატი ჰქონდა და მისი სიმჟავე უფრო მოუხდა ფუნთუშებს, თუმცა მარწყვს თავისი ხიბლი აქვს ;)

gh

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

Leave a Reply

Top