ლიმონის კრემიანი ფუნთუშები |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > 1-2 სთ > ლიმონის კრემიანი ფუნთუშები

ლიმონის კრემიანი ფუნთუშები

შაბათ-კვირა გემრიელი საჭმლის დროა, არ მეთანხმებით?   უფაფუკეს, ლიმონის არომატიან ფუნთუშებზე გეპატიჟებით :)

ლიმონის კრემის გარდა, ფუნთუშებს შეგვიძლია ჩავუდოთ ჩვეულებრივი მოხარშული  კრემი ან ჯემი. შეგვიძლია სულაც არაფერი ჩავუდოთ. მე ვთვლი, რომ ლიმონის კრემი იდეალურია ამ შემთხვევაში.

ლიმონის კრემის რეცეპტი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე დაწკაპუნებით. ამ ფუნთუშებისთვის საკმარისია დაახლოებით 250 გ

 dffg

ცომი: 250 გ თბილი რძე (უკეთესია ცხიმიანი)

2 ს.კ შაქარი

მწიკვი მარილი

1 ჩ.კ საფუარი

30 გ გამდნარი კარაქი

1 კვერცხი

400-450  გ ფქვილი

თბილ რძეში გავხსნათ საფუარი, შაქარი და მარილი. 10 წუთის შემდეგ ჩავამატოთ კვერცხი, მოვურიოთ და ჩავასხათ ფქვილიან თასში. დავიწყოთ მოზელვა, შუა პროცესში დავამატოთ კარაქი. საბოლოოდ, ცომი უნდა იყოს ნაზი, ელასტიური, არ ეკვროდეს ხელს და თასის კედლებს.  გადავაფაროთ თავზე და დავდგათ ასაფუებლად.ზომაში უნდა გაორმაგდეს.

გავაკეთოთ პატარა გუნდები, ჩავუდოთ გულში კრემი და 10-15 წუთით დავდოთ ხელახლა ამოსაფუებლად.

ამასობაში ფრიტიურში ან  ღრმა ქვაბში, საშუალო ცეცხლზე  გავაცხელოთ ზეთი და შევწვათ ფუნთუშები ორივე მხრიდან. ცეცხლი მაღალი არ უნდა იყოს, თორემ შიგნიდან გამოცხობას ვერ მოასწრებს. გადავიტანოთ ქაღალდის ხელსახოცზე ზედმეტი ცხიმისგან დასაწდობად.

შეგვიძლია გამოვაცხოთ უკრემოდ და შემდეგ საკონდიტრო შპრიცით შევიყვანოთ შიგთავსი.

იცით, რა გემრიელია? :)

gth

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

Leave a Reply

Top